kids.ge logo

ვაშლის ხე

ფავორიტებში დამატება

ჩვენს ვაშლის ხეს თოვლის ფიფქმა
თეთრი კაბა მოქარგა,
გულში ფიქრობ:ასეთ კაბას
ცის ფერია მოტანდა.

სილამაზით კოპწიობს,
თითქოს სძინავს,სიზმრებს იხვევს,
ფერად-ფერად სამყაროში
ნავარდობით ღამეს ითევს.

აბა,როგორ გატაროს,
გრძელი,გრძელი ზამთრის ღამე?
თუ სიზმრებში არ გაერთო,
არ ესტუმრა ვარსკვლავს ცაზე.

როცა მოვა გაზაფხული,
თეთრ ყვავილებს გამოისხამს,
სიყვარულს და აღტაცებას
ჩვენს საცქერლად გამოტანს.

ყურებ და ყვავილების
სილამაზით იხიბლები,
მზის სხივებში გახველი,
ხე რას ფიქრობს მასაც ხვდები.

მერე მოდის სასწალი,
ყვავილები რომ გაქრება,
მათ ადგილზე ბავსვებისთვის
გემრილი ვაშლი ჩნდება.

ჩვენს ვაშლის ხეს მზე დაჰნათის,
სიო ნაზად ეფერება,
ბავშვებისთვის სიყვარული,
სიტკბობა ემეტება.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შემოდგომა მობრძანდამზეს ნათება მოაკლდა და ქარმა ქროლვას უმატა, სუსხმა თვალი დააჭყიტა, დროს კარებზე მოადგა. სითბოს ცრემლი მოე...დალოცვაჩემო ლამაზო ქვეყანავ, ოქროს სხივებით ნახატო, ჯადოსნურ ფერად-ფერებით, დედოფალივით ნაქარგო. აგევსოს უბე შვი...ნაძვის ხეწელო, წელო ახალო და ჩემი ნატვრის გამგონეო, სიყვარულში,სიხარულში, მამყოფე და დამადნეო. დედა კარგად მიმყოფე...მე მსურსმე მსურს ვიქცე მტრედად, გავაპო სივრცე და ვეწვიო ჩემს სოფელს, ვეწვიო ფიქრებად. მიწის სუნთქვად ვიქცე, ვიქცე...მასწავლებელსროცა ჭაღარა მოგეპარება, დაგეღარება სპეტაკი სახე, მაშინ მოგიძღვნი ლურჯთვალა იებს, ლურჯი ფერი ხომ თქვენს სუ...

ნახატი ლექსები

ლექსზე „ვაშლის ხე“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026