kids.ge logo

მე მსურს

ფავორიტებში დამატება

მე მსურს ვიქცე მტრედად,
გავაპო სივრცე და
ვეწვიო ჩემს სოფელს,
ვეწვიო ფიქრებად.
მიწის სუნთქვად ვიქცე,
ვიქცე ნაკადულად,
ატმის ყვავილს ვთხოვო,
თხოვო დამალულად.
გულში ვარდისფერი
სითბო ჩამიღვაროს,
ზეცის სიმაღლეზე
იქნებ ამიყვანოს.
მინდა არ დამტოვოს
ლამაზმა ფიქრებმა,
ზეცას როცა ვხედავ
გაფრენა მინდება.
სივრცე,სივრცე მინდა
დიდი უსასრულო,
სიზმრებში დამიწყნარდი
ჩემო სულო,გულო,
ღარ გამაწბილო,
ღარ ამატირო,
ბოროტს და ცუდკაცობას
როგორმე გამარიდო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გაზაფხულიია-ია ამოსულა, რა კარგია,რა კარგი, იის კონით მივულოცე, დედიკონას რვა მარტი. ენძელებით მოფენილა, ჩვენი ქვე...ზამთარიმთის მწვერვალებს თოვლი ფარავს, მობუზულა მიდამო, სულ ცოტაც და ჩვენც გვეწვევა ფიფქი ლამაზ ციდანო. ფიფქთან ე...მე ქართველი ვარმე ქართველი ვარ! - გული აძგერდა, სამყაროს გასცდა ძახილი მისი, მე ქართველი ვარ და არ მჭირდება, სიტყვა, მიწ...ჩემი სოფელიშენ ჭრელ კალთებს დაგიკოცნი, გული შენზედ მემღერება, ცელქი სიო მეფერება, ცხრათვალა მზე მევედრება: დაგახატო ...ვაშლის ხეჩვენს ვაშლის ხეს თოვლის ფიფქმა თეთრი კაბა მოუქარგა, გულში ფიქრობ:ასეთ კაბას ცის ფერია მოუტანდა. სილამაზით...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026