kids.ge logo

წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო

ფავორიტებში დამატება
წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,
წყურვალს დაგტოვებსო, ჩაჰყვები ვინცო,
ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო _
შენზე თუ უთქვამთ, პატარა ციცოვ!

მე იმ ასაკში არ ვარ ახლა და
არც იმ ჭკუზე _ ცოლ-შვილს გავეყარო!
მაგრამ შემომიჩნდა სურვილის მახრა და
პატარა ციცოვ, უნდა დამეხმარო!

ხოლო ციცუნია ტოლებში დაქრის
და შენი მახრა ფეხზე ჰკიდია,
თუმცა სავსე მკერდი მიგავს სახნისს
და ეს შეახსენებს, რომ უკვე დიდია!

სე ჩამოგივლის მიწაგასახეთქი,
ვითომც ქვეყანაზე მარტო ის ერთია.
როგორც ხეჭეჭური, ქვაზე დასათხლეში _
ციცო ისეთია!

წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,
წყურვალს დაგტოვებსო, დაჰყვები ვინცო,
ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო _
შენზე თუ უთქვამთ, პატარა ციცოვ!.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ფშაურიმთის ჩიტი მთას შააკვდაო, თოვლი თოვს, არ ჩანს საფრენი... მთას ჰკითხეს: რა შაგაკლდაო? მთამ: დიდი არცარაფერი...მელიქიშვილის გამზირიმელიქიშვილის გამზირი, ია, ვარდი და ბზა... უშენოდ ვეღარ გავძელი, ჩემი ბალღობის გზავ. გზად სტუდენტობა იჩქარ...გოგონა კითხულობდა...გოგონა კითხულობდა ლექსს, ძვირფასს, მღელვარებით და სულის ფორიაქს ამაოდ მალავდა... უფსკრულში დაეშვა მუქლურჯ...შემოდგომა(შემოკლებით) უხარია შემოდგომა ყველას, დიდს თუ პატარას, იმიტომ, რომ კაკლებს ბერტყენ, ადუღებენ თათარას. იმი...მეტეხის კლდეში სწერიამეტეხის კლდეში სწერია ოთხი სტრიქონი ბრწყინვალე: _ რა უფრო მშვენიერია: დიაცი _ უბემჩინარე, თმადათოვლილი მო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026