kids.ge logo

მელიქიშვილის გამზირი

ფავორიტებში დამატება
მელიქიშვილის გამზირი,
ა, ვარდი და ბზა...
შენოდ ვეღარ გავძელი,
ჩემი ბალღობის გზავ.

გზად სტუდენტობა იჩქარის,
მძებნელი მზის და გზის.
სად არის ახლა ის ქალი?!
ალბათ, აკვანთან ზის.

იქნებ რუსთავი არჩია,
იქნებ სამგორშიც ქრის,
იქნება ისევ ბავშვია,
თვალებიც შერჩა შვლის.

და ელანდება დამწველი
კვლავ სტუდენტობის გზა _
მელიქიშვილის გამზირი,
ა, ვარდი და ბზა..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსოწყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო, მწყურვალს დაგტოვებსო, ჩაჰყვები ვინცო, ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევი...გზას მოსდევს პოეტი...გზას მოსდევს პოეტი კლდოვანი ფერდობით, მოსტოპავს ბილიკებს ეკლიან ჯაგებით _ არის ბედნიერი ის ხალხთან ერთობი...მეტეხის კლდეში სწერიამეტეხის კლდეში სწერია ოთხი სტრიქონი ბრწყინვალე: _ რა უფრო მშვენიერია: დიაცი _ უბემჩინარე, თმადათოვლილი მო...შემოდგომის იდილიაშემოდგომის იდილია! სად ერწო და ღულელია, ყველაფერი ყვითელია, ყველაფერი კეთილი... მარტო ბრიყვი კუნელია, ეს ...ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ (ის მთვრალი იყო, როგორც ყოველთვის): ბატონო გალაკტიონ, თქვენ პირველი ხართ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026