kids.ge logo

მოდუდუნებს მდინარე

ფავორიტებში დამატება

,,მოდუდუნებს მდინარე,
კალაპოტშიც გადმოდის,
მოაქვს, მორაკრაკებს,
სიტყვებს გზებზე გაგონილს.
ხან სიცივეს აჰყვება,
ხან ლიცლიცებს მზის სხივში,
თუმცა ცეკვა-კუნტრუშით,
შეუსვენებლად მიდის.
ქვაზე დაწერს სველ ზღაპრებს,
მთას თუ ტყის ბინადართა,
რა ჰქნას თუკი ყველას დარდს,
მის ტალღებში ინახავს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გვირილანახე, მზეზე უცნაური, გაიშალა ყვავილი, ყვითელგულა, თეთრფურცლება, მოსაწყვეტად ადვილი. ავუარე, ჩავუარე, მზერ...არ მოწყვიტო ია,,-ნახე , ია დაგიკრიფე, კოპწია და ნაზფურცელა, ამ დილით, რომ შენს ფანჯრებთან, სილამაზით გაუთენდა“ -გაუთენდ...შემოდგომას ბარაქაოდაყვითლებულ მსხვილ-მსხვილ მტევნებს, ეფერება ნიავი, და რთველისთვის გაემზადა, მდელო თავაზიანი. უმასპინძლებს...ზამთრის პირიზამთრის პირას სიცივით, აბუზულან ჩიტები, ცაში მათი ჭიკ-ჭიკი, აღარ ისმის, მიხვდებით. ხეს ფოთლები გაცვივდა, ...სალამურაცხრა მთა და ცხრა ზღვა გადავიარე, ხელში მეჭირა სინათლის კვერთხი, არ შევუშუნდი ქარ-ბორბალს, სეტყვას, შემოვი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026