kids.ge logo

დედა

ფავორიტებში დამატება

თუ გინდა, რომ არასოდეს
არ დაბერდეს დედა,
გაღიმე, მიფერე,
როცა დაღლილს ხედავ.
დედის გული შენზე ფიქრით,
ლოცვითაა სავსე.
თუ რამე გაგიჭირდა,
დედას უხმობ წამსვე.
ღალატო, უანგარო,
გიერთგულებს მარად,
თითქოს სუნთქვას გიმსუბუქებს,
გაფრენს ჩიტის დარად.
დედის მსგავსი ქვეყანაზე
ვერაფერი ნახო,
თურმე, კარგი შვილის დედა
დგას უფალთან ახლოს.
თუ გინდა, რომ არასოდეს
არ დაბერდეს დედა,
გაღიმე, მიფერე,
როცა დაღლილს ხედავ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

"წესრიგომიცინი"თუ არ იბან საპნით ხელებს, იწეპებ და იკრობ ბაქტერიებს, ვირუსებს და ათასობით მიკრობს. თუნდაც იყო ბრძენთაბრძ...მეგობრობაუსათუოდ იპოვის, ვინც მეგობარს ეძებს! კაცი, ჩიტი, ხე, ცხოველი, უმეგობროდ ვერ ძლებს! მაგიდა რომ მაგიდაა, ვი...თოვლივაშა! ვაშა! მოვამზადებთ თოვლის ვახშამს! თოვლის ფქვილი, თოვლის რძე გარეთ მუხლის თავზე დევს. თოვლის ყველი, ...ჩიჩილაკიაიღებენ თხილის ტოტს და თლიან, თლიან, თლიან, თლიან.... საახალწლოდ უნდა დადგან -მიხვდი? -ჩიჩილაკი ჰქვია! თხ...კესოს ლექსიესო-მესო, გაჩნდა კესო! სხივად შეემატა დღესო, როცა სძინავს _ მთვარესა ჰგავს, როცა ღვიძავს _ დილის მზესო. ქ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026