kids.ge logo

ბაღის მეგობრები

ფავორიტებში დამატება

ჩვენ ვართ ბაღის მეგობრები,
ერთად ვსწავლობთ, ვთამაშობთ,
ვინმემ თუკი მოწყინა,
რას ვაკეთებთ? - გავართობთ!
-მე ვათხოვებ სათამაშოს!
-მე გავუყოფ კანფეტებს!
-მე ვაკოცებ! ბებომ თქვა, რომ
კოცნა გულსაც ამთელებს.
-მე კი ვკითხავ, ვინმემ ხომ არ
წყენინა ამ დილით?
იქნებ ტკივა მუცელი
და ვერ შეჭამა სადილი?
მეგობრების გვერდით ყოფნა,
ვიცით, ყველას ჭირდება,
ერთად როცა ვართ, არავის
ღარ გაგვიჭირდება!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

"წესრიგომიცინი"თუ არ იბან საპნით ხელებს, იწეპებ და იკრობ ბაქტერიებს, ვირუსებს და ათასობით მიკრობს. თუნდაც იყო ბრძენთაბრძ...დედათუ გინდა, რომ არასოდეს არ დაბერდეს დედა, გაუღიმე, მიეფერე, როცა დაღლილს ხედავ. დედის გული შენზე ფიქრით, ლ...საშობაო კონცერტიბუს ბახალა ბუკა სიხარულით ბუქნავს. _ ვინ ესტუმრა? _ დეიდა. _ რა მოართვა? _ ფლეიტა! _ რა კარგია, ჰეიდა, და...მუხლუხოს მუხუდოერთი საწყალი კალია დახანხალებდა მშიერი. გზად ნათლიმამა მუხლუხო შემოხვდა, დინჯი იერით. შეატყო, რომ ჩვენს კ...ზოოპარკში- ბეჰემოტო, ამო წყლიდან, მარტო ყოფნა არ მოგწყინდა? მოდი, ვჭამოთ ბატი-ბუტი, გინდა შაქრიანი ბამბა? - ა ბ ა ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026