kids.ge logo

ბაღის მეგობრები

ფავორიტებში დამატება

ჩვენ ვართ ბაღის მეგობრები,
ერთად ვსწავლობთ, ვთამაშობთ,
ვინმემ თუკი მოწყინა,
რას ვაკეთებთ? - გავართობთ!
-მე ვათხოვებ სათამაშოს!
-მე გავუყოფ კანფეტებს!
-მე ვაკოცებ! ბებომ თქვა, რომ
კოცნა გულსაც ამთელებს.
-მე კი ვკითხავ, ვინმემ ხომ არ
წყენინა ამ დილით?
იქნებ ტკივა მუცელი
და ვერ შეჭამა სადილი?
მეგობრების გვერდით ყოფნა,
ვიცით, ყველას ჭირდება,
ერთად როცა ვართ, არავის
ღარ გაგვიჭირდება!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

იყო და არა იყო რაიყო და არა იყო რა, - ასე დაიწყო ზღაპარი, ტყუილზე ბევრად ტყუილი, მართალზე უფრო მართალი. ზღაპარი ბებოს ბები...ზამთარიზამთარს მოაქვს თოვლი, ყინვა. ქუდს, ხელთათმანს, კაშნეს, მოარგებს და დიდ-პატარას თბილ ქურთუკებს აცმევს. ლოლ...ექიმიკორდზე დახტის ბაჭია, სულ თეთრები აცვია, ექიმია, იცით ალბათ, აქვს ნემსები, ბინტი, ბამბა, იოდი და წამლის აბ...გაზაფხულიგუ-გუ! - ისმის შორი ტყიდან გუგულების მოსალმება. გადაქარგეს მინდორ-ველი გვირილებმა, სოსანებმა. გოგონები ფე...ბასი-ბუსიჩვენს ქალაქში დაქრის, ჰერი, ავტობუსი გრძელზე გრძელი! ყველა იმ ავტობუსს ელის, დაჰყავს მგზავრი ცოტაც, ბევრი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026