kids.ge logo

საწყალი ბაბუა

ფავორიტებში დამატება

ჩემი საწყალი ბაბუ
წყინარია, კეთილი,
დღედაღამ ჩაფიქრებული,
თახში გამოკეტილი.
თხოვ: - ბაბუ, ტყეში წავიდეთ,
დავკრიფოთ კახამბალია...
- ჩუმად, სულელო, ხომ ხედავ,
რომანს წერს, არა სცალია.
- ბაბუ, კუს ტბაზე წავიდეთ
ანდა კინოში წამოდი...
- აცალე, ბიჭო, ხომ ხედავ,
ხვალ მოხსენებით გამოდის.
- ჩუმად, ლექსებს წერს ბაბუა,
ჩამჩურჩულებენ ყველანი.
ჩემთვის როდისღა მოიცლის,
ღმერთო, დაუშრე მელანი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საახალწლო- ახალი წლის საღამოა, ქარი ქრის და ფიფქი ცვივა, თოვლის საბანს რომ იხურავ, ნაძვის ხეო, არა გცივა? - არა მც...ქეთინოს ბაფთებიგადაიფრინეს პეპლებმა ათასფერადი ტრამალი, უხვად მიირთვეს ნექტარი, ვით უკვდავების წამალი. დაკოცნეს ვარდი, ყ...ლოთიჭაჭანაჭამი ტახია, გორავდა, როგორც კვახია, თავზე წაადგა ბეკეკა, უთხრა: - ღორებზე ახია! ტახმა ქვევიდან შესტ...ნოდარიკოს გასაჭირი- უსმინე დეიდებს, ბიცოლებს, მამიდებს, თუ გინდა ამ ზაფხულს სოხუმში წახვიდე, ახლავე სუყველას პირობა დაგვიდე...საათი- ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ, - იძახის და კედელზე ჰკიდია, დღე და ღამე ისრები მიდიან და მიდიან...... მოვა დედა, შეხე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026