kids.ge logo

ქარით დატირებული

ფავორიტებში დამატება
ქარით დატირებული, უნუგეშოდ შთენილი,
მიფრინავდა ფოთოლი, ხიდან გადმოცვენილი.
და სტიროდა მიდამო, იძრცვნებოდა ტყები,
და სცურავდნენ, სცურავდნენ ღრუბელთ სიშორები

შემდეგ თოვლი მოვიდა და, ვით სულს მოტივტივეს,
შევაჩვიე სიცივე ჩემი გულის სიცივეს.
ახლა თოვლში ჩაფლული, უნუგეშოდ შთენილი,
ყინება ფოთოლი, ველად ჩამოცვენილი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ქალაქი წყალზექალაქი წყალზე,წარბშეყრილი და მრისხანება, როგორც ქალაქი,დრედნოუტიც ისე ჩუმია! მხოლოდ ნაპირას მოასკდება გამ...ქებათა ქება ნიკორწმინდასმაქვს მკერდს მიდებული ქნარი, როგორც მინდა. ჩემთვის დიდებული სხივი გამობრწყინდა. მკვიდრად ააშენა, ვინაც აა...დაღლილ წამწამთ ქვეშდაღლილ წამწამთ ქვეშ გამოხედვას უდაბნოსებურს, რაც დასრიალებს უმიზნობით ხანდახან ქალში, შეუბოჭია მოძრაობა მ...ისევ მაისის მათრობს თვალებიისევ მაისის მათრობს თვალები, ისევ სავსე ვარ მზით და ვნებებით, გაჩნდნენ ნათელი თებერვალები, ახლა მცხოვრებნ...რა ღრიანცელში ვიდოდა გემიდაღამდა, ნისლი გადეკრა შარას, ტყეს დეფარა ღამის ბლონდები, მაგრამ გხედავ მთების იარას და უსათუოდ მოგაგონდე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026