kids.ge logo

ქებათა ქება ნიკორწმინდას

ფავორიტებში დამატება
მაქვს მკერდს მიდებული
ქნარი, როგორც მინდა.
ჩემთვის დიდებული
სხივი გამობრწყინდა.
მკვიდრად აშენა,
ვინაც აშენა
და ცით დაამშვენა
დიდი ნიკორწმინდა.

გზნებით დამკარგავი
გრძნეულ ჩუქურთმებით,
ქარგით დამქარგავი
ნაზი შუქურთმებით,
ნეტა ვინ აზიდა,
ან როგორ აზიდა,
რა ხელმა აზიდა
მაღლა ნიკორწმინდა!

რა განძი გვქონია,
რა მხნე, რა მდიდარი,
ჟღერს ქვის ჰარმონია -
დარობს რამდი დარი.
კარგად გამოჰკვეთა,
ვინაც გამოჰკვეთა,
სიბრძნით გამოჰკვეთა
მძლავრი ნიკორწმინდა.

აქ რომ თაღებია,
სვეტთა შეკონება,
სე ნაგებია,
სიზმრის გეგონება.
ნეტა ვინ აგო,
რა ნიჭმა აგო,
რა მადლმა აგო
სვეტი - ნიკორწმინდა!

ვგრძნობ, ვით დიდი
თორმეტი სარკმელი,
ხაზებში ანთი
ცეცხლი მისარქმელი:
ნეტა ვინ აანთო,
რომ გრძნობით აანთო
და წლებს გადაანდო
ნათლად ნიკორწმინდა!

ხვეულთ დიდება
ვხედავ - რა უხვია,
დრომ მას დიდემა
კრძალვით შეუხვია.
ნეტა ვინ მოჰქარგა,
და როცა მოჰქარგა,
შიგ მიჰკარგ-მოჰკარგა
გზნება - ნიკორწმინდა!

მკვეთრი და მოქნილი
ხაზთა დასრულება
რის ამოდქმნილი
ნატვრის ასრულება.
ეს ის სიმკვეთრეა,
ეს ის სიმდიდრეა,
რათაც მკვიდრი
ძეგლი - ნიკორწმინდა!

შენის სულმნათისად
ასვლა ეროვანი:
ყელი გუმბათისა
მაღალღეროვანი,
ცამდის აღერილი,
ნებით აღერილი,
სათნოდ აღერილი,
გშვენის, ნიკორწმინდა!

მზერა ქართული
სივრცის დაუნჯებით,
თვალი გართული
ფრთიან ფასკუნჯებით:
ფრთები, ფრთები გინდა,
კიდევ ფრთები გვინდა,
გინდა დაუფლო
სივრცეს ნიკორწმინდა!

შენ ფრთამოღუღუნეს
ჟამთა სიმაღლეზე,
ჩვენი საკუნე
გიცავს, უახლესი.
მძლავრი ხელოვნება,
ხალხის ხელოვნება -
ბრწყინავს საქართველოს
ქებად ნიკორწმინდა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026