kids.ge logo

აკაკის ლანდი

ფავორიტებში დამატება

მდუმარე მხარეს შორი მთებისას
დაჰხარის ღამე და ანდამატი.
იქ, როგორც ლანდი მწუხარებისა,
გამოჩნდა მაღალ პოტის ლანდი!

თეთრი ჭაღარით მოსილი თმები
ლავდა ელვის ელვა-ციმციმით
და მოხიბლული იყო მთიბი
დადებულ სახის ღვთაებრივ ღიმით.

მძიმე და დაღლილ ფეხის ხმას გრძნობდა
ნელი-ნელ მსვლელი ღრუბელი ჩემი
და მოძრაობდა ღამის მნათობთა
ღელვებული ელიზიმი.

გრძნობდა თანაბარ მოახლობას
განცვიფრებული და დიდი მთები,
შეუცნობ-ხშირი შრილით შეკრთა
მშობლირი ტყის მწვანე ზვირთები.

მაშინ ბავშვივით მიჩუმდა შქერი,
შეწყდა მდინარეთ ზვირთების მღერა,
მხოლოდ გრიალმა გზა მრავალფერი
ნაპერწკლის დროშით აელფერა,

და სადუმლო შუქით შემოსა
მიწყნარებული გზა იშვითი: -
ჩუმად... დაღლილი სანთლებით მოდის
მწუხარე ლანდი... მაღალი ლანდი.

ოჰ! ასეთია დღეს განსაცდელი
და არ დაგვტოვებს პოტი ობლად,
რომ არ აანთოს ისევ სანტელი
დავიწყებული ხატის მახლობლად.

იქნება ჩვენთვის, იქნება ჩვენში,
იქნება ჩვენთან მარად და მარად!
ჩვენი ზღაპრების სიდიდეში,
ჩვენი ფიქრების ლურჯ ნიავქარად.

არ მოგაკლებს მადლს და შუქს უსიტყვოს
მისი, პოტის, მაღლით ანთება.
კურთხელი იყოს, კურთხეულ იყოს,
კურთხეულ იყოს ეს მოლანდება.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სად?საით მივყავარ ჩემს მოწყენილ გზას, სად ვპოვებ შვებას მიუსაფარი? რას მომცემს ისეთს მე საქართველო, და ან რას...ი.ა.ქალაქში მტვერში წაიქცა ბავშვი ნუკრის თვალებით, თმით - მიმოზებით. და მწუხარების მალე ნიავში მოფრინდნენ ლურ...გულო, რა გემართება?შემოდგომის ყვავილებს დიდებასთან მივიტან, ერთი შორი ოცნება მახსოვს ძველ მოტივიდან. ვარდები არ არიან, მაგრა...სინამდვილეში ოცნებისასდაე, ვცდებოდე, მატყუებდეს ოცნება ჩემი, აუსრულებელ იმ ოცნებებს კვლავ მივეცემი. ჩემს შორ გაზაფხულს უდარაჯებ...მიცქირე თვალშიმიცქირე თვალში, შენ დადუმდი? იგრძენი განა? იყავი ჩუმად და ბინდიან თვალში მიყურე. ნურაფერს მეტყვი, მე არ მ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026