kids.ge logo

სიტყვა ეული

ფავორიტებში დამატება
სიტყვა გადვაგდე ერშია,
სიტყვა, რა სიტყვა? - ელი,
ტანჯულის გულის ნაცრემლი,
ვარმით ნაკვები, სნელი,
გულ-გაგმირული, ბეჩავი,
თავს მანდილ-ჩამოხელი!
სე წვა-დაგვით გაზრდილმა,
რას ვიფიქრებდი, იხარა...
წვერს მარგალიტი მოისხა,
ტანი ზურმუხტით იფარა;
მთელს ქვეყანაზე სხვივსა ჰფენს,
როგორც ცამ გამოდარა.
დაბრძანდა ოქროს ტახტზედა,
ვით მეფე, ქვეყნის მპყრობელი:
საა ქვეყნის ნუგეში,
მას შეჰხარის სოფელი;
მე ჩემთვის ჩუმად ვიცინი,
მისი კეთილის-მყოფელი.
ვიცინი... იმას, ქვეყანას,
ან რა საქმე აქვს ჩემთანა?
მიხარის, ჩემმა გაზრდილმა
რომ ბინა ჰპოვა ერთანა, -
ერთმა საწყალმა სიტყვამა,
ბოროტ კაცთაგან წყეულმა,
ბეჩავმა, ცრემლით ნაბანმა,
თავს მანდილ-ჩამოხეულმა...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გლეხის სიმღერააბა, შავხედნოთ ქვეყანას: ძირს ვაკე, მაღლა მთებია; ზოგან ხევები, სხვაგან ტყე, კლდედ მიიუვალი გზებია. რამდე...იმერეთსერთხანად ჩემო მძრახაო, ლიხს-აქათურო დედაო! გხედავ, რომ შამრიგებიხარ, მით შენთან სალამს ვბედაო. შაერთებულა...რა-გინდა ბედმა მიმტყუვნოსრა-გინდა ბედმა მიმტყუვნოს, რა-გინდ ვარამმა მკბინოსა, კიდევ შავმღერნებ ერთხელა, რომ გულმა მაილხინოსა, მური...სიკვდილი გმირისაცის ქუხილივით გაისმა სოფლად სიკვდილი გმირისა, რომ ვერ უშველა ექიმმა, ზის და ჩუმადა ტირისა. ვერც მკითხავებ...გამოღმით მე ვარ, გაღმა – შენგამოღმით მე ვარ, გაღმა - შენ შუაზე მოდის მდინარე, ხიდი არ გვიძე წყალზედა, ფიქრი გვკლავს მოუთმინარე. მინდა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026