kids.ge logo

ეს მძინარე მთა და ველი

ფავორიტებში დამატება
მწუხარებავ, როგორც გველი,
ხშირად გულში გამიარ,
ეს მძინარე მთა და ველი
ყოს მრავალჟამიერ!
შენ, მეღვინე, ღვინო გვასვი,
თვალს ნუ მიძინება,
ფიქრები გვაქვს ასჯერ ასი,
როგორც ღრუბლის დინება.
ნუთუ არსით არის შველა
უჩვევი თუ ჩველი?
გადღეგძელოთ ყველა, ყველა
ამ სუფრაზე წველი.
მწუხარებავ, როგორც გველი,
ხშირად გულში გამიარ,
ეს მძინარე მთა და ველი
ყოს მრავალჟამიერ!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

იმ ვარდისფერ ატმებს მოვიგონებ კვლავიმ ვარდისფერ ატმებს მოვიგონებ კვლავ... იმგვარადვე მდევ... იმგვარადვე მკლავ. ო, როგორ მომწყურდი! მწუხარეა ...ქარი არხევდა იტალურ შობის ხეს ტრიპოლისშიმოდის ახალი წელი, თოვლით მოსილი ღამე, მიწას ედება ცელი - ფანტასტიური რამე... ღამით ფერდობებს ფიქრის ესხა ...ვერხვებიყოველთვის, როცა დაბერავს ქარი და ნისლს მთებისას გაიფენს აფრად, ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი აშრიალდება უ...მოდის ჭალების სული მცურავიშენ არ იგონებ ეზოებს, ფაცხებს, არ გახსენდება დიდი შარაგზა. შენ არ დაუწყებ საუბარს ცაცხვებს, აღარ გაუბამ მ...უსიყვარულოდუსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრშება სასიხარულოდ... უსიყვარულოდ არ არსებო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026