kids.ge logo

მოდის ჭალების სული მცურავი

ფავორიტებში დამატება
შენ არ იგონებ ეზოებს, ფაცხებს,
არ გახსენდება დიდი შარაგზა.
შენ არ დაწყებ საბარს ცაცხვებს,
ღარ გაბამ მთებს ლაპარაკსა.

არ გაგონდება ჩვენი თუთები,
არ გაგონდება ჩვენი ფშანები.
არც შორი სახლი, ნასათუთები,
არც ღრუბლიან დღის კაშანები,

ტყე, შემოსილი ჩქარი ფშატითა,
ჩუმი შრილი ნეკერჩხალისა.
მდინარემ წყალი შემოდიდა,
კოპიტებთან დგას ზვირთი წყალისა.

დაფარულია მთელი მინდორი,
თანდათან მღვრიე რინი მოდის.
მოაქვს ხაბო და ნასიმინდარი,
მოაქვს ამინდი წვიმის და შფოთის.

მოაქვს ხები, მოაქვს მორები,
მოაქვს ჭალების სული მცურავი,
მოახლოვდა სახლებს მორევი,
მდინარის რისხვა და სამდურავი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მალე ფერგადაშლილიმალე ფერგადაშლილი, ამწვანდება ტყე-ველი, გაიშლება ყვავილი, სურნელების მფრქვეველი; გაცოცხლდება დაფნარი, მთი...სად?საით მივყავარ ჩემს მოწყენილ გზას, სად ვპოვებ შვებას მიუსაფარი? რას მომცემს ისეთს მე საქართველო, და ან რას...დღეს მაისი ფერში ნაირ-ნაირშიადღეს მაისი ფერში ნაირ-ნაირშია, თუ დრო არის, დროს ისევ შენ შეჰფერი. და ვით ქრისტემ გალილეა აირჩია, მე თბილ...ჰე, მამულო!ჰე, მამულო! გრძნობა შენი მოვლისა მარადყველა ჩვენთაგანის ვალია. სანამ გმირმა შენთვის სული დალია, სთქვა: “ს...რა სევდიან ნანას ამბობს ქარირა სევდიან ნანას ამბობს ქარი, ამეშალა ჩვეულ ფიაქრთა ჯარი. დაიძინეთ, სურვილებო - კმარა! კმარა ცრემლი, რაც ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026