kids.ge logo

ჰე, მამულო!

ფავორიტებში დამატება
ჰე, მამულო! გრძნობა შენი მოვლისა
მარადყველა ჩვენთაგანის ვალია.
სანამ გმირმა შენთვის სული დალია,
სთქვა: “სამშობლო, უპირველეს ყოვლისა!”

არმოშიშარს ქარისა და თოვლისა,
ყოველ ჩვენგანს ურყევ მოზნად ექნება
მხოლოდ შენთვის თავდადების შეგნება:
მამულს გული, უპირველეს ყოვლისა!

მზეჩაჰქრება ყველა სისხლისმწოვლისა,
მზე ამოვა ყველა დაჩაგრულისა,
წამლად იქნას ყოველ დაჭრილ გულისა:
გამარჯვება, უპირველეს ყოვლისა!

დე, ბრწყინავდეს დროშად თვითელისა
საქართველოს მკერდი ორდენოსანი,
მისი მიწა, მისი მზე სხივოსანი,
ის გვიყვარდეს, უპირველეს ყოვლისა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გამოცოცხლებახარობს გული, ხარობს გული იმას, რომ დაშორდა გრიგალსა და წვიმას. რომ ლექსთა ცეცხლს გადაშორდა ფერფლი (იყო მს...ცამეტი წლის ხარცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა ჭაღარა გულის ზმანება ავი, - ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია, ცამეტჯერ უნდა მოვი...მონაზონ ქალს ოფელიასგმართებს ტირილი და ცრემლთა ფრქვევა. სტიროდე,ადამ,სტიროდე,ევა! დასცვით,დასდაგეთ ოცნების ფერფლი, ბოროტი გვე...შენ გვიანდებიშენ გვიანდები, სხვა ხომალდები მოადგნენ ნაპირს,დაუშვეს აფრა და ჩაჰყურებენ მძინარე მაპირს კრეისერების მძიმე...არა ერთი ორიარა ერთი და ორი, არა ორი და სამი, მახსოვს ვარსკვლავი შორი და განათების წამი. შენ, გალაკტიონ, იცი რა დაუდე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026