kids.ge logo

ქარი არხევდა იტალურ შობის ხეს ტრიპოლისში

ფავორიტებში დამატება
მოდის ახალი წელი,
თოვლით მოსილი ღამე,
მიწას ედება ცელი -
ფანტასტირი რამე...

ღამით ფერდობებს ფიქრის
ესხა ღვარი და თქეში,
აწ პროპელერი მიჰქრის
და დუმილია ტყეში.

მოზიდულო დილა,
მკრთალო დღირო მთვარე!
ლურჯად ელვარებს სილა,
გაყინულია მხარე.

მე მეზმანება პალმა,
შობის ხეებში რგული,
ერთმა ბოროტმა რკალმა
მასზე დაჰკიდა გული.

გი ხე არის თალხის
მწარე მირონის ცხება,
მშვიდობინი ხალხის
მასზე ჰკიდია წყება.

გაწყდა მრავალი ტომი,
გული რკინის და თუჯის,
მოდის მსოფლიო ომი
და კანონადა ქუჩის.

მოდის მედგარი გრდემლი
ცეცხლით, ტყვიით და რღვევით.
ვის არ უგრძვნია ცრემლი
შობის ხების რხევით?

მიწა მოიცვა ალმა,
თოვლიც მოვიდა თეთრი.
ფანტასტირი პალმა
დგას შემკობილი ცხედრით.

სული ომებით ბოდავს,
სული სავსეა სისხლით,
კაცთა თვითეულ ცოდვას
ითვლის თვითეულ მისხლით.

რა საჭიროა თალხი,
თუ უგულოდ და ძალად
მშვიდობინი ხალხი
დაემსგავსება ჯალათს?

ვისაც უნახავს ნისლი
და არ ჰქონია სახლი,
მას გულიდან სჩქეფს სისხლი
და სისხლს ულოკავს ძაღლი.

გაფითრებულო დილა,
გაფითრებულო მთებო,
ცას გადასცილდა ლილა
და ნისლიანი თებო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ქარი ქრისქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის სადა ხარ, სადა...მონაზონ ქალს ოფელიასგმართებს ტირილი და ცრემლთა ფრქვევა. სტიროდე,ადამ,სტიროდე,ევა! დასცვით,დასდაგეთ ოცნების ფერფლი, ბოროტი გვე...დროაზიის დაშლილი თმის შავი გიშერის მსუბუქი ტალღები და ლურჯა ცხენები! შენ მხოლოდ მარადი სიმაღლე გიშველის, . რ...მიცქირე თვალშიმიცქირე თვალში, შენ დადუმდი? იგრძენი განა? იყავი ჩუმად და ბინდიან თვალში მიყურე. ნურაფერს მეტყვი, მე არ მ...არა ერთი ორიარა ერთი და ორი, არა ორი და სამი, მახსოვს ვარსკვლავი შორი და განათების წამი. შენ, გალაკტიონ, იცი რა დაუდე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026