kids.ge logo

ვილანელი

ფავორიტებში დამატება
ყოველივე ქარია და ჩვენება!
ოჰ, სიცოცხლეც უცარი ქარია...
მარადია ერთადერთი: შვენება.
ყოველგვარი ღამების თენება,
კარგად იცი, სულო, რომ სიზმარია,
ყოველივე ქარია და ჩვენება.
ყოველივე მერნის გადაჭენება
ნათქვამია, როგორც ძველი არია...
მარადია, ერთადერთი: შვენება.
სევ ნგრევა, ისევ ისე შენება
მოსაწყენი, მგლოვირე ზარია,
ყველაფერი ქარია და ჩვენება.
ყოველივე: ცხედრის გამოსვენება
მხოლოდ მავნე ქვეყნის სულს უხარია,
მარადია ერთადერთი: შვენება.
სამუდამო ძილი და მოსვენება
როგორ მინდა, მაგრამ როგორ მწარეა...
ყველაფერი ქარია და ჩვენება,
მარადია ერთადერთი: შვენება.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ლოცვისთვისვით ლოცვა, ედება საღამო მთის კალთებს. შორს ქარი გაჰკივის, ბნელდება თანდათან. მე გავალ ამ ქარში, გავიტან ა...ედგარი მესამედჩვენ მივდიოდით ტაძრისკენ ორი. იყო საღამო. ლოცვები. ზარი. და ჩვენს საოცარ გზაზე, ლენორა, რტოებს ტირილით ამ...რა სევდიან ნანას ამბობს ქარირა სევდიან ნანას ამბობს ქარი, ამეშალა ჩვეულ ფიაქრთა ჯარი. დაიძინეთ, სურვილებო - კმარა! კმარა ცრემლი, რაც ...ისევ მაისის მათრობს თვალებიისევ მაისის მათრობს თვალები, ისევ სავსე ვარ მზით და ვნებებით, გაჩნდნენ ნათელი თებერვალები, ახლა მცხოვრებნ...მოდის ჭალების სული მცურავიშენ არ იგონებ ეზოებს, ფაცხებს, არ გახსენდება დიდი შარაგზა. შენ არ დაუწყებ საუბარს ცაცხვებს, აღარ გაუბამ მ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026