kids.ge logo

ჩაკეტა კარი

ფავორიტებში დამატება
ჩაკეტა კარი!.. სიცივე იგი
ვერ შემოანგრევს რკინეულ რაზას,
როცა გათავდა დიდი მიტინგი,
ის დაუბრუნდა ვარდებს და ვაზას.

დარჩება სახლში და მისი ქოხი
მოეჩვენება სურორელი,
სახურავს ურტყამს წვიმა და კოხი,
როგორც ომების ხმა შორელი.

მაგრამ ის დასცქერს ცეცხლის კამარას,
რომელსაც არხევს ალი მთოვარი,
მის სულს, დარჩენილს ბინდის ამარა,
ცეცხლთან ბევრი რამ აქვს სათხოვარი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ლაჟვარდ ცაზე დღეა თეთრი კრავებისლაჟვარდ ცაზე დღეა თეთრი კრავების, დასავლეთის კარი ჩატყდა ზმორებით; უნაზესი ისმის ხმა საკრავების ბაღებს იქ...გამოცოცხლებახარობს გული, ხარობს გული იმას, რომ დაშორდა გრიგალსა და წვიმას. რომ ლექსთა ცეცხლს გადაშორდა ფერფლი (იყო მს...მე ვინც მიყვარდამე რომ მიყვარდა, ის არი, ოცნება გამიდიადა, იმისთა თვალთა ისარი გულზე მაჩნია ტყვიადა. საგულეს ის არ ჩადგებ...ბრმა ცალი თვალითმან დაიბრმავა ეს თვალი განაგებ და ამნაირად გახდა ცბიერი, მეორე თვალში არის განგება: მეტი სიმკაცრე და სიძლ...ქარებს ქარობადაეტყო კიდეც ქარებს ქარობა, როცა მტრობაა და ედგარობა, სანთელო, გარხევს ღამის ფიქრები, მაგრამ შენ მაინც ნუ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026