kids.ge logo

ავადმყოფი

ფავორიტებში დამატება
არ მომკვდარა!... მხოლოდ სძინავს
და ისევე გაიღვიძებს!..
ვინც შენატრის იმის სიკვდილს,
მალ მასვე დამიწებს.

ბევრის ბრძოლით დაღალულსა
ჭირვება მოსვენება!
შემცდარია, ვინც გულს იტეხს:
წესი არის და ბუნება!

ჩვენ კი ჩვენდა თავად გეტყვით:
გულსა სწამს და ჭკუას სჯერა,
რომ ჯერ კიდევ არ გამქრალა
მომავალი ბედისწერა!

მისთვის, რომ დღეს ვეღარ გვარჩენს,
არ გვიმართებს ორგულობა!
ჩვენს წინაპრებს თუ ჰქონიათ,
ჩვენცა გვქონდეს დიდსულობა!

დეე, მისთვის გავღარიბდეთ,
ზურგს მოვიდვათ საწყლის გუდა:
პატისანს ღარიბს რით სჯობს
გამდიდრებული იდა?

არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს
და როდესაც გაიღვიძებს,
მოგონებს იმათ სახელს,
ვინც დღეს იმას არ ივიწყებს!..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გაზაფხულიგაზაფხულდა, ბუჩქის ძირას, თავს იწონებს ნაზი ია; ჩვენს სალხენად კოკობ ვარდსაც ეშხით გული გაუღია. ხავერდივი...მუხამბაზირომ იცოდე ჩემი გულის დარდები, გეფიცები, ტურფავ, შეგიყვარდები! ცაზედ მზეა, ქვეყანაზედ შენა ხარ! შეცდომით ძ...ინტერნაციონალიაღსდეგ, ყოველი მხრის მუშავ! გაიღვიძე პროლეტარო! ჩვენვე უნდა მოვუპოვოთ ჩვენს თავს აწ დრო სანეტარო! უნდა მტ...გაუბედავი სიყვარულიათი წელი, მწარედ მწველი, გულს მიდაგავს ტრფიალება! და უბრალოდ სავალალოდ ჩემს გულშივე იმალება! მიძგერს გული...ძმობა, ერთობა და სიყვარულიმთელ ქვეყანაზე და კაცთა შორის იყოს წყეული... ის იყოს კრული, ვისაც არ სწამდეს და არ უნდოდეს: “ძმობა, ერთობ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026