kids.ge logo

მამული

ფავორიტებში დამატება
ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა
არ გავირე - რაა მამული?!
წინაპართაგან წავიდა ყველა,
სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიმული.

გაშალა ველი ნელმა ნიავმა,
და მელანდება მე მის წიაღში
მოხუცი მამა, მოხუცი მამა
სასხლავით ხელში დადის ვენახში.

აქ თითო ლერწი და თითო ყლორტი
მასზე ოცნებას დაემგვანება!
სევ ამწვანდა მდელო და კორდი!..
დავდივარ... ვწუხვარ და მენანება!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დგება თეთრი დღეებიდგება თეთრი დღეები, რიდეების სეზონი; გაჩნდნენ ორხიდეები ყოვლად უმიზეზონი. ლაჟვარდების კიდეო, დაბურულო ზმა...ელვარე და ლომფერიელვარე და ლომფერი იყო ცხრა ოქტომბერი. მაგრამ თვალმა დათვალა მზე ბევრი და ცხრათვალა. ო, მზით გადანაცარო, ც...თეთრი პელიკანიგადმოფრენას ეს ყორანი მადათოვზე აპირებს, გაანათებს რესტორანი ტივებიან ნაპირს. ასე მიდის ეს ზამთარი სიზმარ...მესხის გამოხედვაის გამოხედვა მზიური შვილთა ვალი და სესხია, შეგრძნება ტიტანიური, იტყვი: ნამდვილი მესხია. ის გამოხედვა სხვა...მაგრამ მე რა ვქნამაგრამ მე რა ვქნა, მე, ვისაც სული მაქვს დაწეწილი მწარე ქარებით, ვინც აღტაცება არ ვიცი სრული არც სიყვარული...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026