kids.ge logo

ჩაკეტა კარი

ფავორიტებში დამატება
ჩაკეტა კარი!.. სიცივე იგი
ვერ შემოანგრევს რკინეულ რაზას,
როცა გათავდა დიდი მიტინგი,
ის დაუბრუნდა ვარდებს და ვაზას.

დარჩება სახლში და მისი ქოხი
მოეჩვენება სურორელი,
სახურავს ურტყამს წვიმა და კოხი,
როგორც ომების ხმა შორელი.

მაგრამ ის დასცქერს ცეცხლის კამარას,
რომელსაც არხევს ალი მთოვარი,
მის სულს, დარჩენილს ბინდის ამარა,
ცეცხლთან ბევრი რამ აქვს სათხოვარი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ქართული ორნამენტიმკვეთრი, ნათელი და შორი გრძნობიერია ზმანება, ეს მზე ჩუქურთმა, ეს სწორი ხაზების ახოვანება! ღვრის იისფერი დ...ის მიდიოდა ქუჩაში ერთიის მიდიოდა ქუჩაში ერთი, მას მიჰყვებოდა წვიმა და ქარი; მისთვის იმ წამში არ იყო ღმერთი, მისთვის არ იყო ქრის...წელიწადები წავლიან ძველნიდღეები ბრუნავს,ვით კამათელი და ყვავილების არის მრავლობა. ჩემთვის დღესავით არის ნათელი, რას იტყვის ჩემზე შ...ჩემი გულია დღეს ეს შავი ზღვაჩემი გულია დღეს ეს შავი ზღვა, თავმიდებული აჭარის კალთებს. რაც დატეხილა ჩემს თავზე რისხვა, თქვენს მშვიდობი...ალვები თოვლშიდაათრობს მთვარე თოვლიან ალვებს ივლისისფერი ყინვის თასებით! სითეთრე შვენის მაღალ მწვერვალებს, ვით სასძლოს ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026