kids.ge logo

ჩემი გულია დღეს ეს შავი ზღვა

ფავორიტებში დამატება
ჩემი გულია დღეს ეს შავი ზღვა,
თავმიდებული აჭარის კალთებს.
რაც დატეხილა ჩემს თავზე რისხვა,
თქვენს მშვიდობიანს ასცდეს ხომალდებს.

სხვას თუ არ უნდა ამის გაგება,
შენი გაგებს ნაძვი და ფიჭვი, -
რომ ქვა არა ვარ და ქანდაკება,
რამედ კაცი რწმენით და იჭვით.

და შემდეგშიაც ავიტან მრავალს
მინდობას, წყურვილს, სიცივეს,
ღონდ ვხედავდეთ ჩვენ წინ მიმავალს -
დიდი იმედის შუქს მოციმციმეს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ქალაქისაკენწავალ - იფიქრა, და ამ ფიქრთან გრიგალმა უმალ სიცოცხლის ახლო გაიარა წყნარად, იდუმალ. ის გამოვიდა ძლიერ ადრე...ვიგონებ რა იმ მიქელანჯელოსვიგონებ რა იმ მიქელანჯელოს, არაა ძნელი მთების დანდობა, რომ ცისკრისკენ მაღალ ანგელოზს ესაფეხუროს ლალის ტატ...ქარი მოგონებათააგვისტო. თბილი სამხრეთის ქარი შენს ლაჟვარდოვან მანდილში ჰქროდა; ისმოდა შორი „რაშო-და შოდა და კრიალე...სიბერემე მიღალატეს ძველმა რითმებმა (ძველ მეგობრებსაც ვამჩნევ მე ღალატს), თუმცა მე მასთან მიყვარდა შებმა_ ეხლა რ...ეს გრიგალია სიახლისფანჯარას ტოტებს მიახლის, მთვარეს მიართმევს ზიანებს, ეს გრიგალია სისხლის, მზე რომ არ დააგვიანებს. მე სიხარ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026