kids.ge logo

ის მიდიოდა ქუჩაში ერთი

ფავორიტებში დამატება
ის მიდიდა ქუჩაში ერთი,
მას მიჰყვებოდა წვიმა და ქარი;
მისთვის იმ წამში არ იყო ღმერთი,
მისთვის არ იყო ქრისტე და ჯვარი.

იგრძნო, რომ მაინც საოცრად ცხელა.
გადიძრო ქუდი. მხურვალე შუბლი.
წვიმის წვეთები მარცვლების ხელა,
სიმოვნება ამ გრილ ღრუბელით.

თითქოს არ გრძნობდა სახლებს და კედლებს,
ძილით დაბურულს არ გრძნობდა მხარეს.
ეტლები ცვლიდნენ მიმავალ ეტლებს,
როგორც სიზმარში მხარე ცვლის მხარეს.

როგორ, საიდან… არ იცის თვითონ.
ის უცნობ ხიდზე დგას. სხვაა ხიდი.
მძიმეა ტვირთი? მაშ სხვებმა ზიდონ,
ის ახლა გახდა წყნარი და მშვიდი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ქართული ორნამენტიმკვეთრი, ნათელი და შორი გრძნობიერია ზმანება, ეს მზე ჩუქურთმა, ეს სწორი ხაზების ახოვანება! ღვრის იისფერი დ...მშობლიურო ჩემო მიწავ!სამი დიდი ოკეანე გარე უვლის ნათელ მხარეს, მთვარიანი და მზიანი ზეცა აფრქვევს სიანკარეს. ორ ზღვას შუა ძველი...გურიის მთებიწინ, მეეტლევ! ეგ ცხენები გააქანე, გააქანე! მსურს, რომ ერთხელ კიდევ ვნახო გაზაფხული მთები მწვანე, მსურს, რ...დადგა აგვისტოდადგა აგვისტო. ცა რიდეული დაისიცხება ისევ დილ-დილით; ქალაქს ედება მზე თვითეული ყაყაჩოებით, ტუხტით, პილპილ...შემოსილნი გამჭვირვალე ბლონდებითშემოსილნო გამჭვირვალე ბლონდებით, ყრმობის ქარნო, ნეტა რად მაგონდებით? ტყდება გული, ერთხელ გაიბზარა რა, არა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026