kids.ge logo

გუგულის საყვედური

ფავორიტებში დამატება
ჩიტებში რომ მაქიქებთ,
მთათხავთ, ტალახს მესვრით,
ნეტა ვინ გყავთ ქვეყანაზე
ჩემზე უკეთესი?..
სხვა რომელი ჩიტი გიხმობთ
გაზაფხულზე ესე:
- ხალხო, დროზე გაიღვიძეთ,
თესეთ - კაფეთ - თესეთ!!!
მე შემარქვით პარაზიტი,
ბულბულზე წერთ ლექსებს,
მის შემდეგ სხვებს ასწავლით
ზრდილობას და წესებს?!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026