kids.ge logo

მწვერვალები ახალ მთების

ფავორიტებში დამატება
კავკასიის მაღალ ქედზე
მიდიოდნენ სვანები,
ეხვეოდნენ ბილიკებად
გზები დანაქანები.

შუღამე რომ გადვიდა,
ერთი რაზმი ვება
დაწია დაღლილ მგზავრებს
და სასტიკად შება.

რა დრო იყო და რა მტრობა...
დადგა სისხლის ფეშხუმი,
გადიკიდნენ, აქ - სვანეთი,
ქით - რაჭა-ლეჩხუმი.

წაშალა მოგონება
ძმობის სიმაგეთა -
სეც ვიწრო გზები მთისა
ძმათა მტრობამ ჩაჰკეტა.

შვიდ წელიწადს შვიდი კუთხე
რატომ უნდა ჩაჰკირო -
ვეღარ მიდის სამუშაოდ,
ვეღარც საჯამაგიროდ.

შვიდ წელიწადს არ უნახავს
სვანეთს გემო მარილის,
მერე მთლად რომ გაჭირდათ,
მუდამ ასე არ ივლის...

ეს დიდი ხნის ამბავია...
იგრძნეს რა ერთმანეთი,
დამშვიდებულ შრომით მოდის
იმ მთებიდან სვანეთი.

გზები გაჰყავთ - ჟრიმული
ცეცხლად შემოსდები
ყველგან, სადაც მივალი
და უღრანი მთებია.

შეერთებულ შრომას მღერის,
ნისლები რომ ეხურა,
ხანისწყალი, გუბისწყალი,
ცხენისწყალი, ტეხურა.

შეერთებულ ძალას, შრომას
მღერის, ვით მაყრინი,
ლიახვი და ალაზანი,
ჭოროხი და რინი.

შეერთებულ შრომას მღერის
ჩანჩქერების მარაგი,
ნატანები, იმერხევი,
ენგური და არაგვი.

მაშავერი, მტკვარი, ქსანი,
ლაზანი, ძირულა, -
აქ მრავალი ათასი ხმა
ერთად გადაკირულა.

მთებო! დასწვით ძველი შავი
ხალ დროის სილეთ,
თავისუფალ მწვერვალების
დროშა ააფრილეთ!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ისევ ოცნება და სიყვარულიდაღალულს ვხედავ იმ ამაყ ირემს. მიყვარდა, როგორც დიკენსის გმირებს, ცეცხლთან ღვინის სმა და გაფიქრება - რომ ...ლაჟვარდ ცაზე დღეა თეთრი კრავებისლაჟვარდ ცაზე დღეა თეთრი კრავების, დასავლეთის კარი ჩატყდა ზმორებით; უნაზესი ისმის ხმა საკრავების ბაღებს იქ...წელიწადები წავლიან ძველნიდღეები ბრუნავს,ვით კამათელი და ყვავილების არის მრავლობა. ჩემთვის დღესავით არის ნათელი, რას იტყვის ჩემზე შ...ქარი ამწევი ფარდისსიკვდილი პირად ოდენ ვიქნები, მე ჩემ დემონებს ვსთხოვ, რომ დახურონ ყველა წიგნები, სადაც შენს იქით, სადაც შე...ისევ ეფემერარა ამოძრავებს კიპარისის ტანს, ჩუმი შრიალი საიდან არი? ქარი არა სჩანს, ქარი არა სჩანს: მაინც მწვერვალებს ე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026