kids.ge logo

ღამე მთაში

ფავორიტებში დამატება
დაღამდა… წვრილნი ვარსკვლავნი
აყვავდენ, დასხდენ ცაზედა;
მთვარე კი ჯერ არსადა სჩანს,
არ დაგვნათოის თავზედა,
ჯერ თუ არ გაუღვიძნია,
სევ თუ სძინავს მკლავზედა!
ჯერ გამარჯობა არ უთქვამს
შემომჯდარს გორის ფხაზედა,
სხივნი არ დაუგზავნი
პირის საბანად წყალზედა.
მგზავრს უჭირს ბნელით გამოსვლა,
დადგომა სწორეს გზაზედა.
მთებს ჩაუცვიათ შავები,
ჭმუნვით დასცქერენ ხევებსა;
ცივს ნიავს შესთავაზობენ
უფსკრულს მორულს დევებსა;
ტყისთვისაც ძაძა ჩაუცვამს
სიბნელეს დანატევებსა.
გორით-გორს ბუვი გასძახის,
თრთიან ყვავილნი მთებისა,
ქოჩორს უვარცხნის ნივი,
დარაჯად დაადგებისა.
მითამ იციან ღავღუვი,
რად არ ჰყეფს ჯოგი მგლებისა?!
წყალი სჩქეფს, ხევი ჩატირის,
განა ერთი და ორია:
ქაც, იქ, იმას იქითაც,
საცა ფერცხალა გორია,
ლამაზის მთების ასულთა
ხმა ხმისთვის შაწონია.
მადლი შენ, ყველა ერთმანეთს,
ფალო, დამონია;
მაზე ტურფა და კარგი
მე სხვა აღარა მგონია!..
ხევი მთას ჰმონებს, მთა - ხევსა,
წყალნი - ტყეს, ტყენი - მდინარეთ,
ყვავილნი - მიწას და მიწა -
თავის აღზრდილთა მცინარეთ
და მე ხომ ყველას მონა ვარ,
პირზედ ოფლ-გადამდინარედ!
ეხლა ცა წყნარობს… სოფელსაც
გულწყნარად დაძინება.
ეცრად შუღამისას
ცას ჯანღი დაფინება,
შავი ზღვის შავი ვეშაპი
პირღია დაგვეღირება,
ჩვენ, მოსვენებით მძინარეთ,
საჭმელად დაგვეპირება.
მოჰსქდება ქარი და ღვარი,
სდგას ლეწა-მტვრევა ბრძოლისა;
დრობა ჩამოვარდნილა
დიდი შიშის და ძრწოლისა.
მთელი მთა-ბარი იქცევა,
მეორ-მოსვლაა სწორედა!
მოჰკაწრავს ღვარი ტყე-კლდეებს,
მოაქვს და მოსდგამს ყორედა.
ბუნება მბრძანებელია,
გივ მონაა თავისა,
ზოგჯერ სიკეთეს იხვეჭავს,
ზოგჯერ მქნელია ავისა;
ერთფერად მტვირთველი არის
საქმის თეთრის და შავისა;
საცა პირიმზეს ახარებს,
იქვე მთხრელია ზვავისა…
მაინც-კი ლამაზი არის,
მაინც სიტურფით ჰყვავისა!..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნატვრაკლდე უნდა იყო, სალი კლდე - მიწავ, რადა ხარ ფხვიერი, - რომ ვერა სთხრიდეს საფლავებს ქარჩით მოხუცი ხნიერი. რ...სიცოცხლემ შხამი მასმიასიცოცხლემ შხამი მასმია, მე კახურ ღვინოდ შავირგე: შავსვი და არც მოვერიდე, თუმც მის სიმწარე გავიგე. ვიცოდი,...ალექსანდრე ყაზბეგსშვილო ტანჯულის ქვეყნისავ, სული დაჰლიე ტანჯვითა, მიუხვალ მამა-პაპათა ამოღებულის ხანჯრითა, ცრემლად დამდნარი...გიორგი სააკაძის სურათზედცალკე შენა ხარ და შენს პირდაპირ მეორე სახე მე მეხატება შენი ქვეყნისა - საქართველოსი… რამდენი ფიქრი მწვავს...მთა და ბარიმთაო, რად აგრე ჰგულდიდობ, ცერად დაჰყურებ ბარსაო?! რადგანაც ძირით გიცქერის, მით არ უყადრებ თავსაო? სალის კ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026