kids.ge logo

ტელეფონი

ფავორიტებში დამატება
გაიღვიძებს თუ არა,
პაწაწინა ეკა
მიუჯდება ტელეფონს
და მთელი დღე რეკავს.

- ალო! თინა, შენა ხარ?
როგორა ხარ, როგორ?
რატომ აღარ მირეკავ,
დამივიწყე, გოგო?

როგორა გყავს თოჯინა?
მითხრეს, სიცხე ჰქონია.
დაბანილის გაყვანა
გარეთ გამიგონია?

თბილად გყავდეს ლოგინში,
საფენები დადე.
ჩაიც ასვი ლიმონით...
ბა, კარგად! ხვალამდე!

- ალო! ლია, ეკა ვარ.
გუშინ ცირკში რა ვნახე -
კლონებმა ბურთისთვის
ერთმანეთი გალახეს.

მართლა, ჩვენმა ფისუნამ
დილით, იცი, რა მიყო?
დედამ რძე რომ დამიდგა,
თათი ჯამში ჩამიყო.

გოგო, თავის საუზმე
საწყალს, ალბათ, არ ეყო...
ახლა გემშვიდობები,
სხვაგან უნდა დავრეკო.

- ალო, ალო! ნინიკო,
მომენატრე ძალიან.
შენ რაც ბაღში დადიხარ,
ჩემთვის აღარ გცალია.

მალე ბაღში მეც ვივლი,
სამის ვხდები, ხომ იცი.
მაგრამ, რომ არ მეცალოს
შენთვის მაინც მოვიცლი.

თუმცა, ხშირად დარეკვა
მაშინ გამიჭირდება.
უნდა ვუთხრა მამიკოს,
მობილური მჭირდება...

საღამომდე გაისმის:
- ალო, ალოოო! ეს მე ვარ!
მალე ეკას სახელად
კაფონი ერქმევა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მზე, მთვარე და ღრუბელიმზემ გადასძახა მთვარესა: - ვანათებ არემარესა, შენ რის მაქნისი მყავხარო, მთელი დღე უქმად დგახარო! წარბი შე...ციკოს თოვლის პაპაახლა წლამდე ცოტა დარჩა, მოადგება აგერ, მთებს. მუხის ძირას ციყვი ციკო თოვლის პაპას აკეთებს. მოაგროვა სამი ...თოვლის შვილიშვილიგაუჭირდა თოვლის პაპას, ხვნეშით დადის, წამლებს ყლაპავს. დავბერდიო, - ასე ამბობს, - მხნედ ვიყავი შარშან ამ ...ვის რა აჩუქა თოვლის პაპამზეიმია უღრან ტყეში, ცეკვავენ და მღერიან - შეიკრიბნენ ცხოველები, თოვლის პაპას ელიან. ნაძვი მორთეს, ათასფერ...მაიმუნიაბა, აქ სად ვიქანავებთ?! არ ჰკიდია ლიანები! ან ტოტებზე სად ვიხტუნოთ?! არც ხეები შრიალებენ! თუკი რამეს მოგ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026