kids.ge logo

სტუმარ-მასპინძელი

ფავორიტებში დამატება
ბა დელია-დელია,
ყვავმა იშოვა ყველია,
პატარა ლხინი მოწყო,
მოპატიჟა მელია.
მართალი არის, მელი
ლოთი და ღვინის მსმელია,
მაგრამ რას იზამ, წესია,
მელია მეზობელია.
მელა მაგიდას მიუჯდა,
ყვავს გადახვია ხელია,
ყვავმა სასმისი აუვსო,
მიდღეგრძელეო კერია.
მელამ სასმისი დაცალა,
ზედ დაყოლა კვერია,
კვერს დაყოლა ყველი
და როცა ყველი არ ეყო,
ყვავს გამოჭამა ყელია.
სე დამთავრდა ქეფი,
ბა დელია-დელია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ლოთიჭაჭანაჭამი ტახია, გორავდა, როგორც კვახია, თავზე წაადგა ბეკეკა, უთხრა: - ღორებზე ახია! ტახმა ქვევიდან შესტ...ავტობიოგრაფიადედიკო მყავს სტუდენტი, მამა - არქიტექტორი, ბებო - თვალის ექიმი, ბაბუა კი - ლექტორი. მიყვარს ბევრი ძილი და...ერთმა პატარა ბეღურამერთმა პატარა ბეღურამ დალეწა რკინის გალია; ასი პეპელა შეჭამა, ორი ათასი კალია, ასი ათასი მუხლუხო, მერე მოს...გაუგებარი ლექსიეს ლექსი დედაზეცაა, ეს ლექსი მამაზეცაა, თუ მიწა დედამიწაა, მაშ ზეცა მამაზეცაა? აუ, რამდენი ცებია, ნეტავი ...სილამაზეარა შრომით და გარჯითა, როგორც პატარა ნარჩიტა, ფარშევანგი და ხოხობი თავს იწონებენ ფარჩითა... ეზოში წარამარ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026