kids.ge logo

სტუმარ-მასპინძელი

ფავორიტებში დამატება
ბა დელია-დელია,
ყვავმა იშოვა ყველია,
პატარა ლხინი მოწყო,
მოპატიჟა მელია.
მართალი არის, მელი
ლოთი და ღვინის მსმელია,
მაგრამ რას იზამ, წესია,
მელია მეზობელია.
მელა მაგიდას მიუჯდა,
ყვავს გადახვია ხელია,
ყვავმა სასმისი აუვსო,
მიდღეგრძელეო კერია.
მელამ სასმისი დაცალა,
ზედ დაყოლა კვერია,
კვერს დაყოლა ყველი
და როცა ყველი არ ეყო,
ყვავს გამოჭამა ყელია.
სე დამთავრდა ქეფი,
ბა დელია-დელია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

იხვი და მამალივიტი, ვიტი, ჩემზე დიდი მოცურავე ვინ არი, ვის ამშვენებს ულვაში, გამეჯიბროს ცურვაში. ზურგზე ლურჯი ზოლი გამდ...მგელი, ბატკანი და მურიაერთხელ ბატკანმა მურიას შეჰკადრა საყვედურია: - რაა, რომ ბატკნებს მგლის შიშით ვერ გვიჭამია პურია?! გაბრაზებ...სილამაზეარა შრომით და გარჯითა, როგორც პატარა ნარჩიტა, ფარშევანგი და ხოხობი თავს იწონებენ ფარჩითა... ეზოში წარამარ...ნოდარიკოს სტუმარიზღაპარ იყო, ზღაპარ იყო, წყალში ყინვა ჩამდგარიყო, ღობემძვრალა ჭინჭრაქასთვის ტყეში მოცვი გამქრალიყო, მშიერი...ბურთი და ნიკორაბურთმა იგორა, იგორა, მინდორი გადაიგორა, მინდვრის ბოლოს რომ მიგორდა ბოლოში დახვდა ნიკორა, ნიკორამ ჰკითხა: ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026