kids.ge logo

მამუკა

ფავორიტებში დამატება
გადაიგრიხა მამუკამ
სიმინდის ფოჩის ულვაში,
თოფისწამალი ჩაყარა
თავის ხელთოფას ლულაში,
ჯოხის მერანზე გადაჯდა,
დასცხო ბუკი და ნაღარა,
ჩანი ცხენის არ იყოს,
ტყუპად ტლინკებიც აყარა.
თავზე დაესხა ბოჩოლას,
კუწა მკვახე კვახები.
- ბიჭო, მამუკა, დაწყნარდი,
ცოდე, გალახები!
არ დაშალა მამუკამ
ხმლისა და თოფის ტრილი,
ახლა მურიას მივარდა
ყიჟინითა და ღრილით.
მურამ უთმინა, უთმინა,
კუდიც კი გაქიცინა,
სულ მთლად რომ თავზე
დააჯდა,
ბოლოს მურამაც იწყინა,
შემოხია შარვალი,
მერე ისეთი იფრინა...
შარვალჩახდილი რომ ნახა,
დაწვა და ბევრი იცინა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნუგეშიჩემს ბებოს ხუთი შვილი ჰყავს, შვილიშვილი კი - ერთი. ბებია ამბობს - ჩემს ბედში არ ურევია ღმერთი. ჩემს შვილე...ქალაქი და სოფელიჟუჟუნა წვიმა მოვიდა, სულ დაგვისველა ბაბთები, სახლში შემოდი, ხათუნა, შემოდი, ავად გახდები! ჟუჟუნა წვიმა მო...ლიმონათიდედაც მიყვარს, მამაც მიყვარს, საჩუქრებიც მომწონს მათი, მაგრამ ყველას მირჩევნია ერთი ჭიქა ლიმონათი. რამდენ...ექიმიმოვიდა და გაგვსინჯა ერთად მე და ბებია, მერე უთხრა დედიკოს: - ბავშვი გაგცივებიათ. მე კი სულ არ მციოდა, თბი...მგელი, ბატკანი და მურიაერთხელ ბატკანმა მურიას შეჰკადრა საყვედურია: - რაა, რომ ბატკნებს მგლის შიშით ვერ გვიჭამია პურია?! გაბრაზებ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026