kids.ge logo

კირკიტელა კაკალი

ფავორიტებში დამატება
მსურს მოგითხროთ ამბავი
არცთუ ისე ახალი,
გზაზე ვნახეთ კაკალი,
კირკიტელა კაკალი.
მწვანე ჩენჩო ტანიდან
ახლად ჰქონდა ამძვრალი,
მზეზე იყო დამწვარი
კირკიტელა კაკალი.
ვერას გავხდით კბილებით,
ყო მეტად მაგარი,
ქუსლიც ვურტყით, არ გატყდა
კირკიტელა კაკალი.
ქვით გვინდოდა დამსხვრევა,
გაგვისხლტა და გაგვექცა.
ჭიანჭველის ციხე-კოშკს
ეძგერა და დალეწა.
სახლში როცა მივედით,
იქ ფილთაქვა დავკარით,
გადაგვიტყდა ფილთაქვა,
მთელი დარჩა კაკალი.
რო ვთხოვეთ მჭედელსა,
რკინის ურო ვება.
ვთქვით: - კაკალო, კაკალო,
მას უნდა შება! -
ავწიეთ და დავარტყით,
დავულეწეთ ცხრა კარი,
ერთინად დაიმსხვრა
კირკიტელა კაკალი.
ეს მითხარით, ამბავი
თუ გსმენიათ ამგვარი?
მთლად ფუტურო გამოდგა
კირკიტელა კაკალი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბიძინას ნატვრისთვალი- ნატვრისთვალო ციმციმავ, მინდა გთხოვო, იცი რა?.. ბებო გამიჯანმრთელე, ავად ხდება ხშირ-ხშირად. ნატვრისთვალო...ამანათიფრენა-ფრენით სოფლიდან ამანათი მოფრინდა. იმ კალათას ფრენიას ზედ ბარათი ჰფენია: „ჩვენო ცუგრუმელებო, ე...ნაძვის ხეონაძვის ხეო, ნატვრის ხეო, გული ლხენით აგვივსეო. ნუ დაგვღალე, თოვლის ბაბუ, საჩუქრები გვაღირსეო....ასოხატულა კუნწულებიარჩევანი, არადანი. ალამს ახვევს ალამდარი. ამ მიწის და ამ ცის დარი არის სადმე? - არსად არი! ბილიკ-ბილიკ ბუ...როგორ ასწავლა ჭიანჭველამ სამამდე თვლა ჭიანჭველაჭამიასშესთხოვს წრიპა ჭიანჭველა ჭიანჭველაჭამიას: - მუხლმოყრილი გევედრები ჯერ ნუ შემჭამ, ძამიავ! სხვა დროს ალბათ ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026