kids.ge logo

ქურდის ქურდი

ფავორიტებში დამატება
ხათუნამ გულის კანკალით
ბებოს მოპარა კაკალი.
და როცა კაკალს ჰპარავდა,
როცა ხურავდა კარადას,
ქილა გატყდა მურაბის,
და სწორედ ამ დროს ხათუნას
თავზე წაადგა ზურაბი.
ხათუნამ უთხრა: - ძამიკო,
მოდი, კაკალი გავიყოთ!
ზურიკომ უთხრა: - დაკო,
ეს რომ ბებიამ გაგოს,
ეს რომ დედიკომ გაგოს,
ეს რომ მამიკომ გაგოს?..
მიტომ მთელი კაკალი
მე უნდა მომცე, დაკო!
ხათუნამ ხელის კანკალით
სულ ჩაუთვალა კაკალი.
მერე არ იცით, რა იყო?
ბებიამ მაინც გაგო.
როცა ბებიამ გაგო,
მერე მამამაც გაგო,
მერე დედამაც გაგო.
ჭორმა ირა, ირა,
სოფელი შემოირა,
მაგრამ ხათუნა კი არა,
ქურდი კაკლის და მურაბის -
მაგრად მიტყეპეს ზურაბი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მგელი, ბატკანი და მურიაერთხელ ბატკანმა მურიას შეჰკადრა საყვედურია: - რაა, რომ ბატკნებს მგლის შიშით ვერ გვიჭამია პურია?! გაბრაზებ...ნოდარიკოს გასაჭირი- უსმინე დეიდებს, ბიცოლებს, მამიდებს, თუ გინდა ამ ზაფხულს სოხუმში წახვიდე, ახლავე სუყველას პირობა დაგვიდე...სამდურავიერთი თვეა ფისუნიას თეფშზე კარაქს აღარ ვუდებ, არც რძეს ვასმევ, არც ძეხვს ვაჭმევ, არც მასა და არც მის კნუტე...ფისოფისუნია, ძილისგუდა, ჩხუბის ღირსი არა ხარ? მუდამ გძინავს, თაგუნამ კი ყველაფერი გადახრა. არა, ფისო, ჯერ არა...ბიჭი, ძაღლი და ბებიანოდარიკო და ბემბი ცხოვრობენ როგორც ძმები, ერთი თეფშიდან თქვლეფენ, ორთავე ერთად ყეფენ. ტახტის ქვეშა აქვთ ბ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026