kids.ge logo

დათოს ქუდი

ფავორიტებში დამატება

დაკარგა დათოს ქუდი,
სად არ ძებნეს - ვერსად ნახეს.
იგვინებს დათო ბაღში,
მოღუშა პირისახე.
არ იცოდა, რაღა ექნა,
რადგან ქუდი არსად ჩანდა,
ადგა დათო და წვიმაში
თავშიშველა წაჩანჩალდა.
ბოლოს ქუდი ბებომ ნახა
მიგდებული საწოლს უკან,
ტკბილი ძილის მოყვარული
შიგ ხვრინავდა დათოს ცუგა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გამოფარფატდა პეპელაგამოფარფატდა პეპელა, ყვავილებს უძღვნა სალამი. იამ საუზმე მიართვა, ბალახმა ასვა ცვარ-ნამი. წყარომ უმღერა რ...ზღარბიზღარბო, ზღარბო ქაცვია, ეს რა ქურქი გაცვია! დამაკაწრეს ხელები მაგ ჩხუტუნა ნემსებმა, ნეტავ შენი დედიკო როგო...დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სიყოველ დილით ღიღინ-ღიღინ იჩქარიან სკოლაში შვიდი და-ძმა მუსიკოსი - დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი. დო ყველაზე ...ცივა კურდღელს, ცივაცივა კურდღელს, ცივა! მზე ვერ ათბობს მთა-ველს, თოვლის ფანტელები ხეებს თეთრად რთავენ, ცივა კურდღელს, ცივა! ...ჭკვიანი ბაჭია- ერთ ვაშლს ერთი მივუმატოთ, რამდენია, ბაჭია? - არ დაიბნა პაწია, ორი ყური ასწია....
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026