kids.ge logo

იჩახჩახე ჩიჩილაკო

ფავორიტებში დამატება
თეთრად ელავს ბურბუშელა
და ფიჭვის ხეს სურნელს აკმევს.
ზედ კი ბებო ნელა-ნელა
ჰკიდებს ვაშლებს, ვერცხლის კაკლებს,
კანფეტებს და მანდარინებს,
ჩურჩხელებს და ჩირის ასხმას
და თან უხსნის შვილიშვილებს:
- ჩემო ირა, ლილი, ასმათ,
ეს ქართული ნაძვის ხეა,
პაპათქვენის ნახელავი,
ალბათ, მიხვდით, რად გეწვიათ -
რომ აგივსოთ კალთა ხვავით.
- რა ჰქვიო? - თქვა ირაკლიმ.
- რა ჰქვია და... ჩიჩილაკი! -
და სამივემ ლამაზ სტუმარს
მიუმღერა ტაშის დაკვრით:
- ვიცით, ვიცით, ჩიჩილაკო,
ამ ახალ წელს რისთვის ამკობ,
გსურს პატარებს საახალწლო
სიხარული არ მოგვაკლო!
გაგიმარჯოს, ჩიჩილაკო!
ჩახჩახე, ჩიჩილაკო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პირსახოციხელებს საპნით ვინც არ იბანს, იცით, როგორ მიხვდებით? პირსახოცზე ამჩნევია მისი შავი თითები....ამანათიფრენა-ფრენით სოფლიდან ამანათი მოფრინდა. იმ კალათას ფრენიას ზედ ბარათი ჰფენია: „ჩვენო ცუგრუმელებო, ე...თაგუნიას ჩივილიტირის თაგვი თაგუნა: - ბედმა ეს რა მარგუნა! მართალია, ტყვეობას, როგორც იქნა, გადავრჩი, მაგრამ, ვაი, სირცხვ...უცნაური ორთქმავალისაახალწლო ნაძვის ხეზე ქალაქისკენ მომავალი ნიავქარზე უფრო მალი - დგას ბაქანზე ორთქმავალი. დაგანახათ წამით ...ეშმაკუნავიჭერ ციცქნა სარკითა კაშკაშელა მზის სხივებს. ზარმაცს ღია ფანჯრიდან ცხვირწინ ავუციმციმე. თვალები რომ დაჭყი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026