kids.ge logo

ვილანელი

ფავორიტებში დამატება
ყოველივე ქარია და ჩვენება!
ოჰ, სიცოცხლეც უცარი ქარია...
მარადია ერთადერთი: შვენება.
ყოველგვარი ღამების თენება,
კარგად იცი, სულო, რომ სიზმარია,
ყოველივე ქარია და ჩვენება.
ყოველივე მერნის გადაჭენება
ნათქვამია, როგორც ძველი არია...
მარადია, ერთადერთი: შვენება.
სევ ნგრევა, ისევ ისე შენება
მოსაწყენი, მგლოვირე ზარია,
ყველაფერი ქარია და ჩვენება.
ყოველივე: ცხედრის გამოსვენება
მხოლოდ მავნე ქვეყნის სულს უხარია,
მარადია ერთადერთი: შვენება.
სამუდამო ძილი და მოსვენება
როგორ მინდა, მაგრამ როგორ მწარეა...
ყველაფერი ქარია და ჩვენება,
მარადია ერთადერთი: შვენება.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ეს მძინარე მთა და ველიმწუხარებავ, როგორც გველი, ხშირად გულში გამიარ, ეს მძინარე მთა და ველი იყოს მრავალჟამიერ! შენ, მეღვინე, ღვ...ვუალისა და ვიოლეს შესახებვენერა სარკესთან ეგონა ფრაგონარს პალაცო პიტი და პერუჯი ვენეტა. ფერები მიენდო მშვენიერ საგონარს, რომელსაც ...არ არის იგი იმდენად ტკბილიარ არია იგი იმდენად ტკბილი დრო, დაფარული ცეცხლის ენებით, მაგრამ არც ისე მწარწ აქვს კბილი საწამლავებით და ...მატარებელშიმთები აჭრელდა როგორც ჟირაფი, მატარებელი მიჰქრის ბინდებად, ახლა იწყება წიფის გვირაბი, თქვენ ხომ არაფრის შე...მგზავრის სიმღერარამდენ მდინარეს არბევს ეს დატეხილი მთები, დემონისას ჰგავს წარბებს მძლავრი ნიაღვრის ფრთები. სუნთქვა მაღლიდ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026