kids.ge logo

უშგულელი თოვლის ბაბუ

ფავორიტებში დამატება
ჭრელ ხურჯინში უამრავი
საჩუქრები ჩაწყვია,
უშგულელი თოვლის ბაბუ
რა კეთილი, რა უხვია.

თეთრ ცხენს ისე მოგელვებს,
მირანი გეგონება,
მოიჩქარის თბილისისკენ,
ცის, ყველა ელოდება.

თბილისში კი, სვანურ კოშკში
ჩააბრძანეს საკარცხულში, _
გვერდით უდგას ანდრო ბიჭი,
თეთრი ჩოხა-ახალუხით.

ხურჯინიდან საჩუქრები
მოაქვს და ბაბუს აწვდის,
პატარები ჟრიმულით
მოლიან თავ-თავის წილს.

უშგულელმა თოვლის ბაბუმ
ბავშვებს ნატვრა აუხდინა,
საჩუქრებით აავსო და,
მათთან ერთად მოულხინა.

ყველა დამილოცნიხართო,
ვალი გადევთ დიდზე დიდი,
საქართველო გიყვარდეთო,
მის ერთობას გაუფრთხილდით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026