kids.ge logo

კურდღლის სიზმარი

ფავორიტებში დამატება
კურდღელმა სთქვა: ჩირგვში ვზივარ, ვერვინ მოვა ჩემზედაო;
გავიზედე სერზედაო, ბატონი ზის ცხენზედაო;
წინ მეძებრები მოუძღვის, დაგეშილი ჩემზედაო.
დამისიეს, გამომიდგნენ, გავექეცი განზედაო;
აღმართშია მე ვაჯობე, იმათ თავდაღმართზედაო.
ერთმა წუწკმა მეძებარმა კბილი გამკრა გვერდზედაო;
გამწიეს და გამომწიეს, ჩამომკიდეს ცხენზედაო.
მზარელებს მიმაბარეს, კარგად შესწვით ცეცხლზედაო;
ცალი გვერდი ცეცხლზე იწვის, ცალი - ერბოს ალზედაო,
ყურეთ ამ მსუნაგებსა, რა ყოფა აქვთ ჩემზედაო?
მარიგეს, ჩამარიგეს წვრილ-წვრილ ლამბაქებზედაო,
ხორცი ხორცად შემიჭამეს, ძვლებს იმტვრევდნენ ცერზედაო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მე სოფლის თავსა ვესახლემე სოფლის თავსა ვესახლე და არ სოფელი ჩემს თავსა, სოფელი კარგად მთავსობდა, მე რომ სოფელი მეთავსა, რაც მე ს...იავნანაიავ, ნანა, ვარდო, ნანა, იავნანინაო, დაიძინე, გენაცვალე, იავნანინაო, ჯერ არ გათენებულაო, იავნანინაო, ვარსკ...შენზე ფიქრებში, ლამაზოშენზე ფიქრებში, ლამაზო, ცეცხლივით ავინთებიო, წამაუბერავს ქარი და ფერფლივით ვიფანტებიო. დარდსა ვსომ, წყარო...შევხედე, სვემდა ღვინოსაშევხედე, სვემდა ღვინოსა ყმა, სულთა ჩემთა ზიარი, ვარდნი ეკიდნეს შუბლზედა, საფეთქელზედა - იანი. ვარდნი ვსთხ...წუთისოფელი ასეაწუთისოფელი ასეა, - ღამე დღეს უთენებია, რაც მტრობას დაუქცევია - სიყვარულს უშენებია....
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026