kids.ge logo

რთველი

ფავორიტებში დამატება
რთველი არის ჭიკაანში,
გაჩაღეს მარულა,
ფოთლებიდან მტევნები,
გვიცქერიან მალულად.

ალმურ ასდით სიმწიფით,
კრეფას ვიწყებთ თავიდან,
ზოში კი თათარას,
თუხთუხებს მამიდა,

რთველი უკვე დაწყო,
დილით ადრე დგებიან,
მაყად რომ გვიცქერენ,
ის ყვარლისა მთებია.

ყველა გადი გამოდის,
მარნის კარი ჭრილებს,
და ყურძნით დატვირთული,
რემი დაჭრილებს.

მწიფე რქაწითელები,
სამწნახელში ქრებიან,
ჩექმებიან კაცები,
მტევნებს ეფერებიან.

მოდის ვაზის ნაჟური,
ღვინის ნაკადულადა,
ლეღვს ჩირებად აცმევენ და
მოდუღეს მურაბა.

ბაღში თითა ყურძნებსა,
შენც ეხები ხელითა,
ჭამა უკვე არ ძალგიძს,
ძღები მათი ცქერითა.

რომატი იფრქვევა,
გემრილი სუნები,
იქ თონიდან ბებიამ,
მოყარა პურები.

ჩურჩხელები წვეთავენ,
ახლად დავლებულები.

წალმის ცეცხლის მაყალი,
შამფურებზე მწვადები,
ჭიქა მაჭარიც შესვი,
გაქარვე დარდები.

შემოდგომამ მდიდარმა,
თვისი ხვავი დაჰყარა,
მზემ თავისი სხივები,
დასავლეთს გადახარა.
თხელ ჭიქებში შუშხუნებს,
მღერის ალადასტური,
შემოდგომის ზემის,
რთველი არის დასტური,

ხალისობენ ნაშრომნი,
თან ცეკვავენ, მღერიან,
კახელები რთველზედა,
შემოდგომით გველიან.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თანამედროვე პირველკლასელიმინდა ყველამ მისმინოს, მაქვს სანდრიკო სახელი, გავიზარდე, დავკაცდი, აღარა ვარ ბაღელი, მოვიმზადე წიგნები, რ...სოფო და სოკომუხის ძირზე, ტყის კიდეში, ამოსულა ერთი სოკო, კალათით და წითელ ქუდით, მას წაადგა თავზე სოფო. დაიწუნა, არ მ...ფისო და ლისიაშარშან ფისო გვაჩუქეს, პაწაწინა კატუნა, მაგიდაზე ხტუნია, ანცი, თვალებხატულა, დაკუნტრუშებს ეზოში, ეს ქვეყან...ოქროს კბილიპირველკლასელ გვანცას, გუშინ ადრე დილით, საუზმის დროს მოძვრა, თურმე წინა კბილი. ცოტა სისხლიც რომ ნახა, სულ...ტყუილებითურმე ტყეში ბებერ მუხას, მოტეხია ერთი ტოტი, ხის წვეროდან ჩამოვარდა, საცოდავი ბეჰემოტი. თევზი წყლიდან ამომ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026