kids.ge logo

ვინ რა ჰქნა?

ფავორიტებში დამატება
წვიმის წვეთმა რა ჰქნა იცით?
გადარია ნაკადული,
დიდ მდინარედ გადაიქცა,
მის წვრილ ღარში ჩაკარგული.

თოვლის ფიფქმა თეთრად , თეთრად,
გადაპენტა არე მარე,
გუნდაბენ ონავრები,
და გამორბის ყველა გარეთ.

იმ ვერაგმა, საძაგელმა,
ქარბორბალამ რა ჰქნა იცით?
დაამტვრია ტოტები და
არ ეშვება ხარხარს, სიცილს.

ყინვამ, იცით რა ჰქნა ყინვამ?
ძვალ რბილში რომ უცებ ატანს,
სახალწლოდ ფანჯრის მინა,
ყვავილებით მოგვიხატა.

მზის სხივმა კი რა ჰქნა იცით?
დედამიწას სითბო მისცა,
გაღიმა, ქვე დაეშვა,
და ენძელა გააღვიძა.

იმ ჩიტუნამ, რომ ჟღურტულებს,
რომ ჭიკჭიკებს, ძლიერ ანცობს,
ცით რა ჰქნა იმ მერცხალმა?
გაზაფხულის მოსვლა გვამცნო.

ხოლო სიომ მონაბერმა,
სიყვარულსა მისცა ბანი,
დაბერა ნაზად,-ვარდსა,
ჩახუტა ის შროშანი.

დილის ნამმა რა ჰქნა ნეტავ,
შევეკითხოთ თვითონ მასა,
სთქვა, რომ მწყურვალ ყვავილებსა,
ცის ნაჟური წყალი ასვა.

ყველა შრომობს,საქმიანობს,
რაღაცას ჰქმნის,-უკვე იცი,
ყოველ დღე რომ ვინმეს არგო,
მიეც შენს თავს ბიჭო ფიცი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თანამედროვე პირველკლასელიმინდა ყველამ მისმინოს, მაქვს სანდრიკო სახელი, გავიზარდე, დავკაცდი, აღარა ვარ ბაღელი, მოვიმზადე წიგნები, რ...ტყუილებითურმე ტყეში ბებერ მუხას, მოტეხია ერთი ტოტი, ხის წვეროდან ჩამოვარდა, საცოდავი ბეჰემოტი. თევზი წყლიდან ამომ...სამურაბე ბალიბაღში ბალი დამწიფდა, ღურღუმელა შავუნა, ფოთლებს მიღმა უცქერენ, კუნწულები, მალულად, ჩასაკვრეხად უხმობენ, და...ქურდი ბეკოიყო და არა იყო რა, რა იქნებოდა რა? - ტყის პირს, სოფელში ცხოვრობდა, ერთი პატარა თხა. ჯიუტი, ცელქი, ცუღლუტი...მავნებლებიფოთლის ხოჭო ხოჭოლავამ, მატლს დაუწყო დიდი დავა, ამ ჩემს ვაშლში რომ შეძვერი, ჩქარა გარეთ გამოძვერი! ეგ ვაშლ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026