kids.ge logo

ნაძვის ხის სიმღერა

ფავორიტებში დამატება
მოვალ, როცა მთა და ბარი
თეთრ ნაბადში გაეხვევა,
პატარების საოცნებო
სახალწლო ნაძვის ხე ვარ.
ჩამოვიყვან თოვლის პაპას,
მხარზე ხურჯინგადაკიდულს,
ჩამოვიტან ნამცხვარს, ქადას,
ჩურჩხელას და შაქარყინულს.
მალხაზებო, მანანებო,
ვარსკვლავების სადარებო,
მოდით ჩემთან, საჩუქრები
დაგირიგოთ, პატარებო!
სიმღერებით ცა მთოვარი
გაათბეთ და გადარეთ,
ეს ახალი წელიწადიც
ბედნირად გატარეთ!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვარადავარადა, ბიჭო, ვარადა, უკვე აღარ ვარ ავადა, დედიკომ ძალით შემასვა წამლები მთელი კარადა. კენჭივით ბიჭი ვიზრ...ნანალურჯ ჯეჯილს ეკითხებოდა გაოცებული ნანაო: - ეგ კაბა ყაყაჩოებით ვინ მოგიქარგა, ყანაო? ერთი ის კაცი მაჩვენე, ...ერთმა პატარა ბეღურამერთმა პატარა ბეღურამ დალეწა რკინის გალია; ასი პეპელა შეჭამა, ორი ათასი კალია, ასი ათასი მუხლუხო, მერე მოს...ლოთიჭაჭანაჭამი ტახია, გორავდა, როგორც კვახია, თავზე წაადგა ბეკეკა, უთხრა: - ღორებზე ახია! ტახმა ქვევიდან შესტ...ზამთარიბიჭოს, რა თოვლი მოვიდა, ნეტავ საიდან მოვიდა, იმდენ ხანს დააგვიანა, ალბათ, ძალიან შორიდან. აუ, რამდენი ფიფ...
„ფუტკარი“
ნახატის ავტორი:
ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ნოდარ დუმბაძის ლექსი „ნაძვის ხის სიმღერა“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026