kids.ge logo

მსუნაგი ბელის ამბავი

ფავორიტებში დამატება
ყო და ნეტავ რა იყო,
ამბავი არის ნამდვილი,
ერთ უღრან ტყეში ცხოვრობდა,
ფრინველი, მწერი, ნადირი.

ცნობა გავრცელდა უბანში,
დათვმა დაკარგა ბელია,
სეთი ცუდი ამბავი,
ჯერ ყურს არ მოუსმენია.

თაგუნას გაჰკიდებია,
თურმე ეს ჩვენი პატარა,
მარტორქის შეშინებია,
მუხის ხმელ ხეზე ამძვრალა.

ხის ფუღუროში ყოფილა,
ფუტკრის სკა სავსე თაფლითა,
ბელს გული უჯერებია,
ტკბილი ნუგბარის ჭამითა.

მსუნაგი ბელის ამბავი,
ქვეყანას მოსდო კოდალამ,
დათვებსაც გაგებინა,
ყველა მუხასთან შეყარა.

სე გამოძღა პატარა,
ხიდან ვერ ჩამოდიდა,
მამა მაშველებს იხმობდა,
დედა მოთქმითა ტიროდა.

მოფრინდა მამა ფუტკარი,
ცრემლად იღვრება ბელიო,
გამოგიჭირე მსუნაგო,
ვეღარსად გამექცევიო.

ჟირაფმა ძლიერ იმარჯვა
და მოღერა ყელიო,
კისერზე სწრაფად შეისვა
და ძირს ჩამოსვა ბელიო.

ბელმა შეჰფიცა დედიკოს
ღარსად გავიპარები,
სე ვარ შეშინებული,
სკას აღარ გავეკარები.

ხომ მოგიყევით ბავშვებო,
მსუნაგი ბელის ამბავი,
ქატო იქ, ფქვილი აქაო,
სე მთავრდება ზღაპარი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დაირეკა სკოლის ზარიდარი დარი, დარი დარი შემოვაღე სკოლის კარი, შემოვუსხდით მერხებს ყველა, აწკრიალდა ცოდნის ზარი, მერხზე დამხვ...საკვირაო ბაზარიგაუმართავთ ცხოველებს საკვირაო ბაზარი, მოაგორეს ციყვებმა, წაბლი უზარმაზარი. მაჩვი ყიდის ვაშლის ჩირს, რკოს ...მსუნაგი ფისოჩემი ცელქი ფისუნია, სახლში შემოიპარა, გამიტეხა ფინჯანი და რძე სულ დამიღვარა, მერე ახტა თაროზე, მოიპარა კა...ჟირაფი და მზეზაფხულია ძლიერ ცხელა ჩრდილში იმალება ყველა, გრძელკისერა ჟირაფი კი, დასეირნობს ნელა-ნელა. თაგვი სოროს ანია...გაზაფხულიგაზაფხული ეწვია ჩემი სახლის დარაბებს, ობობებმმა ეზოში ჰამაკები გააბეს, ჭიანჭველამ დაიწყო აღმა-დაღმა წრიალ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026