kids.ge logo

დაგვეხმარეთ, ბავშვებო!

სახალისო და საჭირო ზღაპარი ბავშვებს

ფავორიტებში დამატება
ერთხელაც, განსჯა დაწყეს
გრძნობათა ორგანოებმა,
ჩხუბით ყურიც კი წაღეს,
რომელს რა მოთხოვება.

ახსნეს საქმენი ქებულნი,
ყველამ სთქვა, ვართო „მთავარი“,
მათ კამათს ჩასაფრებულნი
უსმენდნენ ბესო,თამარი.

ცხვირმა აპრიხა წვერო და,
თქვა როლი მაქვსო რთული,
ყველას დახედა ზემოდან,
ჩემით გიდგიათ სული:

-მხოლოდ ერთადერთს თქვენს შორის,
მაქვს ყნოსვა, გითხრათ მართალი,
მე ვამცნობ თეას და ბორისს,
“ქურაში ცხვება ნამცხვარი.”

ნა გაბრაზდა, მაშ გემო?!
თქვით ჩემი როლიც ბარემ,
როგორ მიხვდებით, ნაყინი,
ტკბილი არის, თუ მწარე?!

ნატა გაცივდა, წამალს სვამს,
გოგომ მოჭმუხნა თვალები,
სიმწარეს ვუქრობ, იმავ წამს
მურაბით მივექანები.

კანმა ბურძგლები აჰყარა,
და გაჩუმა ყველა:
როგორ შეიგრძნობთ, ვინ გეტყვით,
როცა ცივა, ან ცხელა?

დაფარული ვარ, ვერ მხედავს,
პაწაწკინტელა გერა,
მე მივეხმარე, რომ იგრძნოს,
დედა რომ მიფერა.

ყურებმა, ეს რომ გაგეს,
გაბრაზდნენ, შექმნეს ყაყანი:
-მასწავლებელი რას უხსნის,
როგორ გაგებს ბაქარი?

დაცქვეტილნი და მორჩილნი,
ყურადღებით ვართ კლასში,
ჩვენ ვეხმარბეით, ძმობილნი,
რომ გახდეს კარგი ბავშვი.

ლამის ამოხტნენ ბუდიდან,
სე გაბრაზდნენ თვალები,
აყვირდნენ:-თქვენ ამ წუთიდან
ხართ ძლიერ შესაბრალები!

ბეჯითნი ჩვენ რომ არ ვიყოთ,
არ წავიკითხოთ წიგნები,
ჰკითხეთ მოსწავლე დათიკოს,
წარჩინებული იქნები?

ჩაფიქრდნენ,ვეღარ ხვდებიან,
დაიბნენ ბესო, თამარი,
ერთმანეთს ეკითხებიან,
რა ორგანოა მთავარი?

ვერ გამოიცვნეს, აყვირდნენ,
მათაც დაწყეს ჩხუბი,
ერთად გადავჭრით საკითხებს,
დაგვეხმარებით თუ კი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ტყუილებითურმე ტყეში ბებერ მუხას, მოტეხია ერთი ტოტი, ხის წვეროდან ჩამოვარდა, საცოდავი ბეჰემოტი. თევზი წყლიდან ამომ...ირემიპირველკლასელის ოთახში, ჰკიდია ირმის სურათი, და მორიდებით ჰკითხულობს, პატარა ბიჭი ზურაბი. მითხარით ვეღარ გ...საზამთრო და ნესვითვის ტოლებში გივის სურს, პოლემიკა გამართოს: “ხილს ზაფხულში მივირთმევთ და რად ვეძახით საზამთროს?” ზოგმა რა...კვერცხი - ოქრო თუ ვერცხლი?ხეს მოსწყდა ხმელი კაკალი, ქოჩომ ატეხა კაკანი, ტყუილად არ დაუკვეხნია, ბუდეში გორავს კვერცხია, გნიასმა ყური...სპილოზოოპარკში წავიდნენ, ნანა, გიგი, კახა, ნახეთ! -სპილო ბანაობს, კახამ დაინახა. უშამპუნოდ, უსაპნოდ?- ატიტინდა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026