kids.ge logo

მოსწავლე წიწილები

ფავორიტებში დამატება
ერთხელ მამალსაც მოუნდა,
რომ გახდეს მასწავლებელი,
ყველა წიწილა შეკრიბოს
და გახსნას სასწავლებელი.

აღზარდოს ეზოს ფრინველნი,
გააცნოს ასო ბგერები,
ფიქრობს:-ანბანსაც ვასწავლი,
და კიდეც მივეფერები.

დედლებს უბრძანა: უყიდონ
შვილებს ყვითელი ფორმები,
ჰქონდეთ სულ ციცქნა ზრდილობაც,
ცოდნენ ქცევის ნორმები!

კონსევის ქილა დაჰკიდა,
ზედ იმ საქათმის თავზედა,
არ ჩაძინოთ პაწიებს,
დროზე მოვიდნენ ზარზედა.

დედალი ჭკუას არიგებს,
გააქვთ წიქი წიწილებს,
-ვეღარ მიღებს მარცვალსაც
ვინც დღეს სკოლაში იტირებს!

მინდვრის ყვავილთა გვირგვინი,
დაჰხურა დედამ პატარებს,
სიმაღლით აწყობს და ერთურთს,
კრუხი გულდასმით ადარებს.

ექვსნი წავიდნენ სკოლაში,
შეღეს კლასის კარები,
გულის ფიცარზე ეწერათ,
დედების დანაბარები:

კარგად მოიქცნენ, ისწავლონ,
და არ დასვარონ საცვალი,
თუ უნდათ სახლში მოსულებს,
თითო კაკალი მარცვალი.

აღმზრდელმა სიას ჩახედა,
გაგო კლასში ვინ იყო,
და მისალმების ნიშნადა,
შემოძახა ყიყლიყოოოო!

პასუხად, აღსაზრდელებმაც
ერთად დაღეს პირები,
და მისალმნენ პედაგოგს,
სწავლისთვის გულანთილები.

პირობა დადეს: ეს წელი,
განვლონ ფრიადზე, უცუდოდ,
მაშ, ჩვენც პატარა წიწილებს
წარმატებები ვუსურვოთ!!!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სამურაბე ბალიბაღში ბალი დამწიფდა, ღურღუმელა შავუნა, ფოთლებს მიღმა უცქერენ, კუნწულები, მალულად, ჩასაკვრეხად უხმობენ, და...ბაყაყი და ბეკეკოდედააა,- აღარ მაცალეს, მოხუცს წიგნის კითხვა!- ბებო ბრაზობს, შეიქნა, მორალის წაკითხვა. იქ გომბეშო ბაყაყი, ...ბაქია მამლაყინწამოდის ჩვენი მეზღაპრე, ჩუმად მოიპარა, სასწაული ამბავი, ბავშვებს მოგვიტანა. ცხრა მთას იქეთ ყოფილა, და ცხრა ...თხაჩაიპარა თხა ვენახში, კიკინებდა ბეეე და ბეო, ვაზი მინდა რომ გავკვნიტო, და ნეკერით დავნაყრდეო. თხის კიკინი ...„ადიდასისგან“ იმედგაცრუებაბაყაყი ქვაზე შესკუპდა, ყველაფერს იკლებს ყიყინით, შეებრალა და მივიდა ბეკეკა პეტელ-კიკინით. ჰკითხა:-აქ, ქვა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026