kids.ge logo

ბაქია მამლაყინწა

ფავორიტებში დამატება
მოდის ჩვენი მეზღაპრე,
ჩუმად მოპარა,
სასწალი ამბავი,
ბავშვებს მოგვიტანა.

ცხრა მთას იქეთ ყოფილა,
და ცხრა ბარიც ნახა,
მოგვიყვება, ამ ქვეყნად,
თუ რა დაინახა.

ერთ ეზოში ცხოვრობდა,
თურმე ბევრი ფრინველი,
მათ შორის კი ამბავი,
მოხდა გასაკვირველი.

მაყად ზის ღობეზე,
მამლაყინწა „ჭიჭე“
ბაქიობს და ამცირებს,
ის ხვიჩილა ბიჭებს.

მე ყველაზე გამრჯე ვარ,
და არა ვარ ზარმაცი,
დედლებს ვიცავ, თქვენს შორის,
ვარ ყველაზე მამაცი.

თასფერი ბუმბული,
და ნამგალა კუდი,
სისხლისფერი ბიბილო
და წითელი ქუდი.

ვის გაქვთ აბა მითხარით,
ჩემისთანა დეზები?
ჩემს მომრევს თუ მოვნახავ,
მხოლოდ იმას ვეძმები.

ყიყლიყოო გაჰკივის,
კისერს გვერდზე იღერებს,
სთქვით ვინ გამეჯიბრება?
ჩემსავით ვინ იმღერებს?

დედლუყუნწა ქათმები,
მიცუნცულდნენ პანტურით,
დამოწმეს ნათქვამი,
მამალს თავის კანტურით.

ხვიჩილები გაბრაზდნენ,
რა გვაქვს მისგან ხერი?
მოდით ერთი ვაჩვენოთ,
ამ ბაქიას სერი.

მისივნენ, დაკორტნეს,
გაცალეს ბუმბული,
დალურჯეს ნაცემი,
ის ფერდები,მკერდ-გული.

მერე პირი გაღეს,
ჩააყლაპეს ერბო
ხმა ჩაწყდა ვერ ყივის,
ეს რა ბედი ერგო?

დედლები მოიწვია,
მერე ერთმა ხვიჩილამ,
ჭიჭე დარბის შიშველი,
ღარ ეყოთ სიცილად.

კისკისებენ დედლები,
დავიწყდათ კაკანი,
ეს რა ხდება ეზოში?-
რა მოხდა და სკანდალი.

დელუყუნწა „ჩიკორამ“,
შუა ჩააგდო მანდილი,
ხვიჩილები დაშალა,
მიტოვეს ქადილი.

მიძახეს, მატრაბაზ,
მამლაყინწა ჭიჭესო,
იქნებ ჭკუა ისწავლო,
ნუ ამცირებ ბიჭებსო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბადი ბელიგალიაში ცხოვრობს მარტოდ, პაწაწინა დათვის ბელი, მოიყვანეს ტყიდან იგი, გაყინული, - სულ მთლად სველი, თოვლმა ...ბელი და სანდლებიჰა მეზღაპრეც გამოჩნდა, ჩიტიც უსმენს ბუდიდან, ისე კარგი ზღაპარი, ამოიღო გუდიდან. ********** სიხარულსა ვერ ...თანამედროვე პირველკლასელიმინდა ყველამ მისმინოს, მაქვს სანდრიკო სახელი, გავიზარდე, დავკაცდი, აღარა ვარ ბაღელი, მოვიმზადე წიგნები, რ...მუქთა მჭამელებიბატმა ცომი მოზილა, თეთრი, თეთრი, ფითქინა, მეც მაჭამე პურიო, თხამ წამოიკიკინა. რაო, პური ცხვებაო?- ცუგომ ყ...ოპუნცია კაქტუსიყვავილნარის კუთხეში, აივანზე კატოსი, დგას უჩუმრად, ბუსხუნა, ოპუნცია კაქტუსი. იამ კაქტუსს დაუსვა, უცნაური ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026