kids.ge logo

ზამთარი

ფავორიტებში დამატება
მოვიდა თეთრი ფიფქებით
ზამთარი, მკაცრი გუნების.
ფორიაქდნენ ჩიტები,
ცემთ პაწია გულები.

ჩიტებო, ალბათ, შეგცივდათ
და ცრემლით ივსებთ შავ თვალებს,
ნუ დარდობთ, ბებოს ვეტყვი და
მოგიქსოვთ თბილ ფრთათათმანებს.

მერე კი ერთად ვიცელქოთ,
სხვაგან რომ დაფრენთ გუნდებად.
ნუ დაღონდებით ჩიტებო,
სულ მალე გაზაფხულდება.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დაჩი და ნუცაზაფხულია. მზე ანათებს. გული მშვიდად უცემს ნიავს. ერთი ნახეთ ციცქნა ნუცას რამოდენა ჩანთა მიაქვს. იქვე დგან...დათვის ბელო-დათვის ბელო სად მიდიხარ? საით ამ ტყის შვილო? -ვერა ხედავ, თოვლი მოდის, უნდა დავიძინო. ჩემ ბუნაგში მეც და...ისეთი ბიჭი ვიქნებიჩემი ჭკვიანი წიგნები დამიდგებიან თავდებად, - ისეთი ბიჭი ვიქნები, ქართველს რომ გაუხარდება. მტერსაც რომ უყვ...თუთიყუშიგამიგიჟდა თუთიყუში, ცუდი სიტყვა მითხრა ყურში. გავბრაზდი და იმავ წამში გამოვკეტე გალიაში. დავუყვირე _ მითხ...დედასგილოცავ, დედი! გილოცავ! ვეღარ გაშორებ თვალს, შენზე კარგი და ლამაზი ქვეყნად არავინ მყავს! ვარჩევ ათასგვარ ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026