kids.ge logo

ზამთარი

ფავორიტებში დამატება
მოვიდა თეთრი ფიფქებით
ზამთარი, მკაცრი გუნების.
ფორიაქდნენ ჩიტები,
ცემთ პაწია გულები.

ჩიტებო, ალბათ, შეგცივდათ
და ცრემლით ივსებთ შავ თვალებს,
ნუ დარდობთ, ბებოს ვეტყვი და
მოგიქსოვთ თბილ ფრთათათმანებს.

მერე კი ერთად ვიცელქოთ,
სხვაგან რომ დაფრენთ გუნდებად.
ნუ დაღონდებით ჩიტებო,
სულ მალე გაზაფხულდება.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026