kids.ge logo

ნერგი

ფავორიტებში დამატება

ნერგი ვარ, ვწევარ მიწაზე
და თუ არ დამრგეს _ მოვკვდები.
თუ დამრგეს, თუ გავიზარდე
და თუ გავშალე ტოტები,

ხელს ვერაფერი შემიშლის,
ფოთლებს ჩავიცვამ სამოსად,
ვინმე დაჯდება ჩემს ჩრდილში,
დაისვენებს და დამლოცავს.

მერე კი შვებას არ მომცემს
ანვრის გულისნადები,
ყინვა მომახევს სამოსელს,
მოთოვს და ავკანკალდები.

მერე ფიქრს დარდი დამიწვავს,
ეს ცაც შეკრთება, ეს მთებიც,
რადგან მომჭრიან და მიწას
კივილით დავეხეთქები.

საქმეს იზამენ სარფიანს,
ჩემით ნახავენ სარგებელს,
მერე ან ფიცრად გამთლიან,
ან ცეცხლში შემიძახებენ.

ერთხანს კი, ვიდრე ვიცოცხლებ,
მეც ბედნირი ვიქნები,
თუ ჩემს ტოტებში ბუდეებს
გაკეთებენ ჩიტები.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026