kids.ge logo

ვახვახა

ფავორიტებში დამატება

ვახვახა დაბალი, მსუქანი და ბაჯბაჯა იხვია. ერთხელ ძალიან  აწყენინეს. გუბურასთან ქათმები იდგნენ, ახლო მანძილზე ფრენაში ვარჯიშობდნენ.  მათ ხომ შორს  გაფრენა არ შეუძლიათ. ვახვახამ არც კი იცოდა, რომ შინაური ფრინველების ფრენა საერთოდ შესაძლებელია. ერთხანს იდგა, ქათმებს გაკვირვებული უყურებდა, მერე თვითონაც მოუნდა ფრენა. ფრთა მოიქნია, მაგრამ მსუქანი ტანი ჰაერში ვერ აიტანა. 

ამას თვალი მოჰკრეს ქათმებმა:

-რაო, ვახვახ, შენც მოგინდა ფრენა?

-ვახ-ვახ! -გაეპასუხა მათ ვახვახა.

ქათმები კინაღამ სიცილით დაიხოცნენ:

-ამასაც ფრენა უნდა, ჩვენსავით!

-სულელი! ვერც კი ხვდება, რომ ვერასოდეს აფრინდება. ისეთი მსუქანია, დაგვაჯული!

-თანაც  მოკლე ფეხები აქვს, ნახეთ, სულ ნიჩბებს არ მიუგავს?

ასეთი  დაცინვით  ვახვახას  გული ძალიან ატკინეს.

ერთმა ყოყლოჩინა ყვინჩილამ იფიქრა, ამ ვახვახას სულ გადავრევო, აფრინდა, მაგრამ გუბურაზე  გადაფრენა ვერ შეძლო, წყალში ზღართანით ჩავარდა.

-მიშველეთ! ვიხრჩობი!-ძლივს დაიყივლა მამლაყინწამ. 

ქათმები აკაკანდნენ:

-გვიშველეთ! ვინ ხართ მადლიანი! ჩვენი ყვინჩილა იხრჩობა!

-ქათმებს  ხომ ცურვა არ შეგვიძლია! არავინ ხართ მადლიანი?

ცურვა ხომ ვახვახას შეეძლო! იხვი სასწრაფოდ გუბურაში შეცურდა. ერთი გენახათ,  თავისი ნიჩაბა ფეხებით წყალს როგორ მარჯვედ მიაპობდა:

-ვახ-ვახ! უკვე ახლოს ვარ! გამაგრდი, ყვინჩილა!

ყვინჩილა დახრჩობას კი გადაურჩა, მაგრამ ქათმებს სირცხვილისგან ენა ჩავარდნოდათ. ამ ამბავს ინდაურო ფხორაც უყურებდა. იმან ქათმები დატუქსა:

-თუ დარწმუნებული არ ხარ, რაიმეს ცოდნა არ უნდა დაიჩემო და არც თავი მოიწონო. ვინც სხვას დასცინის, თვითონვე გახდება დასაცინი... შენ კი გმირი ყოფილხარ, ჩვენო ვახვახა, გმი-რი!

-ვახ-ვახ!-გაეპასუხა მას ვახვახა,-განა ასეთი რა გმირობა ჩავიდინეო.

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

ზღაპარი ჯოხზე, რომელსაც საკუთარი თავი უსარგებლო ეგონა

ჯოხს მობეზრდა ხეხილის ბაღში, ბალახებში უსაქმოდ ყოფნა და მწარედ ატირდა: - რამდენი ხანია, აქ უსაქმოდ ვიმყოფები, უკვე აღარავის ვჭირდები! როცა ხის ტოტი ვიყავი, სიც...

ნამცეცა ნავი

მწვანე მინდორში ნორჩი ბალახი და ნარნარა ყვავილები სულ დაინამა. ჭიანჭველა ნუნე ბუდეში ვეღარ ბრუნდებოდა. მისი ბუდე დიდ ნაძვთან იყო. ნუნე ამხელა ნამის ზღვას როგორ ...

როგორ გაჩნდა ვარდი

ყვავილების ფერიას, როსას ყველაზე მეტად ერთი უბრალო ყვავილი უყვარდა. ამ ყვავილს ასკილი ერქვა. ერთხელ როსა ავად გახდა. ფერიას ვერავინ შველოდა. - რა ვქნა, როსას რ...

გმირი

პატარა გიორგი ოცნებობს; - ახ, ნეტავ, ფეხმარდი ცხენი მყავდეს! ნეტავ, რკინის პერანგი მქონდეს და ბასრი ხმალი! - რკინის პერანგი და ხმალი? -ბებო იცინის, -ნეტავ, რა...

პატარა წვეთის ამბავი

პატარა წვეთი დედამიწაზე ცხოვრობდა,-ლიკლიკა ნაკადულის ტალღებში.  ლიკლიკა ნაკადული ლამაზ მინდორზე მიედინებოდა. პატარა წვეთი წყლის ნაკად მიჰყვებოდა, ცას უყურ...

გაიხარებენ!

დღეს ვაშლის კრეფაა! დიდები და პატარები ხეხილის ბაღში არიან. უფროსები ვაშლს კრეფენ. ნატო და სანდრო დაკრეფილ ვაშლს არჩევენ. წითელ-წითელ და მსხვილ-მსხვილ ვაშლებ...

ქვიშის კოშკი

პატარა კესო ქვიშის სათამაშო კოშკს აგებს. კოშკი ძალიან ლამაზია. კესოს უხარია. ნიკამ დაინახა ქვიშის კოშკი, დაჰკრა ფეხი და დაანგრია. კესო ატირდა: - ამ კოშკს დიდხან...

კეთილი ჯადოქარი ჯანო

დარეჯანმა თავისი ჯადოსნური ფუნჯით ჯადოქარი ჯღუნა დახატა. ამ დროს ჯაბამ დაუძახა. დარეჯანი ჯაბასთან გაიქცა, ნახატზე ჯღუნა გაცოცხლდა. მიიხედ-მოიხედა და მშვენიერი თ...

დედა

დედაჩემს დეა ჰქვია. ხომ ლამაზი სახელია? დედა-დეა. ერთი დ აკლია, თორემ სახელადაც დედა ერქმეოდა. დედაჩემი დედად მუშაობს, ჩვენ გვივლის, მე და ჩემს დაიკო მაგდას....

სამი გოჭის ამბავი

ერთ უდაბურ ტყეში დედა ღორი ცხოვრობდა. მას სამი გოჭი ჰყავდა,-ბაგი, ბუგი და ფათერაკა. ბაგი და ბუგი ისეთი ღონიერი გოჭები იყვნენ, სულ ბაგიბუგით დადიოდნენ. ფათერაკა...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: შავლიძე:


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ დავალებების დაყოფა

ასწავლეთ ბავშვს დიდი დავალებების პატარა, მართვად ნაწილებად დაყოფა.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026