kids.ge logo

ზღაპარი ჯოხზე, რომელსაც საკუთარი თავი უსარგებლო ეგონა

ფავორიტებში დამატება

ჯოხს მობეზრდა ხეხილის ბაღში, ბალახებში უსაქმოდ ყოფნა და მწარედ ატირდა:

- რამდენი ხანია, აქ უსაქმოდ ვიმყოფები, უკვე აღარავის ვჭირდები! როცა ხის ტოტი ვიყავი, სიცოცხლე მიხაროდა. ხე მოჭრეს, მე კი აქ მომისროლეს! ასე უსარგებლოდ დამთავრდა ჩემი სიცოცხლე!

იქვე ახლოს ვაშლის ხეც ტიროდა:

- არც მე ვარ კარგ დღეში! იმდენი ვაშლი მოვისხი, ვერ ვიმაგრებ, წელში ვერ ვიმართები! დიდი ტოტი აგერ-აგერ ჩამომატყდება! არავინ ხართ მადლიანი? მიშველეთ რამე!

ხეხილის ბაღში მარჯვე ბიჭუნამ-ჯაბამ ჩამოირბინა. დაინახა დიდი ვაშლებით გადავსებული ტოტი, მიხვდა ხის გასაჭირს, აიღო დაგდებული ჯოხი და დახუნძლულ ტოტს შეუყენა.

ესეც ასე! ჯოხი ხის საყრდენი გახდა, ამან გუნება უცებ გამოუკეთა:

- რა კარგია! ვიღაცას მეც გამოვადექი! თურმე უბრალო ჯოხიც კი საჭირო ყოფილა. ნუ გეშინია, ვაშლის ხევ, მე ძალიან მაგარი ვარ, უშიშრად დამეყრდენი!

- უკვე აღარ მეშინია! დიდი მადლობა, ჩემო კეთილო მეგობარო! -უპასუხა ვაშლის ხემ.

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 5–9
ოპტიმალური ასაკი: 6–8

სხვა მოთხრობები

დედის სიყვარულის ძალა

წვიმინი დღე იყო. დები-თაია და ნია ფანჯარასთან მოწყენილი იდგნენ. ისინი წვიმით დაფარულ პატარა ბაღს გაჰყურებდნენ. უცებ დებმა ჩიტუნას ჟივჟივი გაიგონეს. გარეთ, სახლი...

ზაზუკა

ზაზუკა პატარა ბიჭი არ გეგონოთ, ის ნიკას ზაზუნაა. პაწაწინა ცხოველია, - თოვლივით თეთრი. თათები ჩვილის პაწია თითებს მიუგავს. ზის თავის მინის სახლში და პირს არხეინა...

ჰყავს

რა კარგი სიტყვა ყოფილა „ჰყავს.“ ეს სიტყვა თურმე იმას ნიშნავს, რომ დედამიწაზე მარტო არა ხარ. რა კარგია, რომ ადამიანებს ერთმანეთი ჰყავთ. ეს სიტყვა ცხოველებსაც ...

პატარა წვეთის ამბავი

პატარა წვეთი დედამიწაზე ცხოვრობდა,-ლიკლიკა ნაკადულის ტალღებში.  ლიკლიკა ნაკადული ლამაზ მინდორზე მიედინებოდა. პატარა წვეთი წყლის ნაკად მიჰყვებოდა, ცას უყურ...

ნატვრა აუსრულდა

ერთხელ ქარიშხალმა ჩამოიქროლა. გვერდზე გადაბრეცილ დიდ ხეს მიაწვა და წააქცია. მაღლობზე გადმოკიდებული ხე ზემოდან ზღვას დაჰყურებდა. ზღვაზე გემები გედებივით დასრიალ...

მოდით, ერთად წავიკითხოთ!

მხიარული ზაფხულია. პატარა ნიკოს და ანანოს დაჭერობანას თამაში უნდათ. - ნიკაა! -ყვირის პატარა ნიკო, -სად ხარ? დაჭერობანა ვითამაშოთ! აი, იპოვეს! ბიჭი ხის ქვეშ წა...

ღუზა

დაღამდა. რახანია, თოლიები სანაპიროზე გაფრინდნენ. ზოგს ზღვაზე ყოფნა ურჩევნია, ტალღებზე არხეინად ირწევიან, ნებივრობენ. ზღვაურმა ოდნავ დაუბერა. ციდან ყველა ღრუბელი...

გმირი

პატარა გიორგი ოცნებობს; - ახ, ნეტავ, ფეხმარდი ცხენი მყავდეს! ნეტავ, რკინის პერანგი მქონდეს და ბასრი ხმალი! - რკინის პერანგი და ხმალი? -ბებო იცინის, -ნეტავ, რა...

ქვიშის კოშკი

პატარა კესო ქვიშის სათამაშო კოშკს აგებს. კოშკი ძალიან ლამაზია. კესოს უხარია. ნიკამ დაინახა ქვიშის კოშკი, დაჰკრა ფეხი და დაანგრია. კესო ატირდა: - ამ კოშკს დიდხან...

სკასთან მომხდარი ამბავი

ბურდღუნა დათუნია ბუთა ტყეში უსაქმოდ დაეხეტებოდა. ნაძვის ნერგს დაეჭიდა, - დიდმა ხეებმა დაუტატანეს, - არ გადატეხოო. ნეკერჩხალზე აცოცდა, - ჩიტუნია რიამ გაკიცხა, ბუ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: სამადალაშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

წაახალისეთ კრეატიულობა

დაეხმარეთ ბავშვს, იპოვოს შემოქმედებითი გადაწყვეტილებები პრობლემებისთვის.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026